საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდა.
ათენში OAKA-ს არენაზე გამართული შეხვედრა ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 92:88, დასრულდა.
29 ნოემბერს „ჯვაროსნები” პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
