გიორგი ვოლსკი: ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ საქართველოს თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა, ან პროევროპელობა არაფერ შუაში არ არის
“ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ საქართველოს თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა, ან პროევროპელობა არაფერ შუაში არ არის,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„სააკაშვილმა იმ წუთში წამოიწყო საუბარი, რომ რუსეთის კურთხევით იყო მოსული და იმ ხალხს, ვისაც დაძაბულობა შეექმნა, სიგნალი გაუგზავნა, რომ ის რუსეთის კაცია და რუსეთის მიერ არის დანიშნული. სააკაშვილმა თქვა ის, რაზედაც არაერთხელ გვისაუბრია, რომ არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან 2012 წლამდე, როდესაც სააკაშვილს ლანძღვა გინების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან.
