ევროკავშირის სამმა ქვეყანამ კიევისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი დაფინანსების გაცემაზე უარი თქვა
ევროკავშირის სამი წევრი ქვეყანა უკრაინისთვის 2027 წელს დამატებით 45 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარს არ უჭერს. საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დეკემბრისთვის გადაიდო.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის 24-მა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ. ბულგარეთი კი მხოლოდ დახმარების არასამხედრო კომპონენტს დაუჭერს მხარს, რომელიც ბულგარული ეროვნული უმცირესობით დასახლებულ რეგიონებს მოხმარდება.
კოშტას განცხადებით, საკითხს ევროკავშირის ლიდერები დეკემბრის სამიტზე კვლავ დაუბრუნდებიან.
ამგვარად, უნგრეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა, რომლებმაც პროგრამის მხარდაჭერაზე უარი მანამდეც განაცხადეს, პოზიცია არ შეცვალეს.
