ორიგინალი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო
კვირა·13:45

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო

29 ნოემბერი, 2026 · 13:45

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და KTW-ის საწარმოში ჩხავერის ყურძნის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 200 ბენეფიციარისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის გადაცემაა გათვალისწინებული; ამ ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარი დაიხარჯება.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, აქტიურად მუშაობს ფერმერების და მცირე საოჯახო ტიპის მარნების ხელშესაწყობად.

ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში ბიზნესთან თანამშრომლობის, ფერმერებთან ერთობლივი მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობას.

აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის, დენის სალუქვაძის ინფორმაციით, წელს სხვადასხვა საწარმოში 120 ტონაზე მეტი ჩხავერის ჯიშის ყურძნის ჩაბარებაა მოსალოდნელი. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ასევე გააცნო KTW-ის ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მოსავლის მიღებისა და გადამუშავების შესახებ ინფორმაცია და ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი მევენახეობის განვითარებისა და მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციის ხელშეწყობის პროცესში აჭარის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·12:51

მსჯავრდებულებსა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის საკალათბურთო მატჩი გაიმართა

მსჯავრდებულებსა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის საკალათბურთო მატჩი გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.