ორიგინალი
რა სურს სინამდვილეში მოსკოვს თბილისისგან: "სამი სცენარი იკვეთება და სამივე საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათოა" - კორნელი კაკაჩიას ანალიზი
კვირის პალიტრა·11:03

რა სურს სინამდვილეში მოსკოვს თბილისისგან: "სამი სცენარი იკვეთება და სამივე საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათოა" - კორნელი კაკაჩიას ანალიზი

26 ნოემბერი, 2026 · 11:03

2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ოქტომბერში ომის შედეგების მოსაგვარებლად ჟენევის ფორმატი შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები ეუთო, ევროკავ­შირი და გაერო არიან, მონაწილეთა შორ­ის კი აშშ-ც. 10-11 ნოემბერს 68-ე რაუნდიც ტრადიციულად უშედეგოდ დასრულდა...

2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ე.წ. აბაშიძე-კარასინის (პრაღის) ფორმატი შეიქმნა. ის მხოლოდ ვაჭრობას, ეკონომიკას, ტრანსპორტსა და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხებოდა და არა უსაფრთხოებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებს.

2019 წლის სექტემბერში ფედერაციის საბჭოში გადასვლის მიუხედავად, რუსეთს ფორმატში კვლავ კარასინი წარმოადგენდა. ბოლო პირისპირი შეხვედრა პრაღაში 2019 წლის 28 ნოემბერს, ხოლო პანდემიის გამო 2020-2021 წლების ნოემბრის შეხვედრები ონლაინ გაიმართა. 2022 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი პირისპირი შეხვედრა კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გადაიდო.

2024 წლის 11 მარტს ირაკლი კობახიძემ აბაშიძე მრჩევლად გადაიყვანა, მისმა შემ­ცვ­ლელმა გიორგი ქაჯაიამ კი პოსტი 2025 წლის 1-ლ დეკემბერს დატოვა. 2026 წლის 21 ოქტომბერს სპეცწარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა და როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისივე თხოვნით, მან უწყებაში პოსტი შეინარჩუნა, რისთვისაც კანონმდებლობა დაჩქარებული წესით (21-28 ოქტომბერს) შეცვალეს. 16 ნოემბერს გაირკვა, რომ მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი შეხვდებოდა, 19 ნოემბერს კი შეხვედრა მინსკში გაიმართა. პირველი განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ, რომ შეხვედრა "განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში" ჩატარდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, "რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას" მიაღწიეს და კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმებების შინაარსი არ დაკონკრეტებულა. მოგვიანებით თითქმის იდენტური განცხადება საქართველოს მთავრობამაც გაავრცელა...

რას მოიტანს "განახლებული პირდაპირი დიალოგი", რატომ ახლა და რატომ მინსკში, ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას ვესაუბრებით.

- პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რა შეიცვალა წინა პრაქტიკასთან შედარებით. აქამდე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცია­ლური წარმომადგენელი ჰყავდა, რომელიც მთავრობის წევრი არ იყო, ამჯერად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინის­ტროს წარმომადგენელს უშუალოდ საქართველოს საგარეო უწყების, ანუ ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი შეხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, სადაც საქართველოს ე.წ. სპეციალური წარმომადგენელი მოხსენიებულია არა როგორც "სპეციალური წარმომადგენელი", არამედ როგორც "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე". მაშინ, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, "ოკუპაციის შესახებ" კანონი კი პირდაპირი პოლიტიკური კონტაქტების ფორმალიზებას ზღუდავს, ეს არა მორიგი არაფორმალური კონტაქტი, არამედ კრემლთან კომუნიკაციის ფორმატის ცვლილებისა და უფრო მაღალი დონის ურთიერთობებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეხვედრის ადგილია - მინსკი. მოსკოვისთვის ჟენევის ფორმატი არასასურველია, რადგან დასავლელი აქტორების მონაწილეობა კონფლიქტის საერთაშორისო განზომილებას ინარჩუნებს. საქართველომ წლების განმავლობაში კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია მოახერხა, კრემლს კი ამ განზომილების შესუსტება და პროცესის ორმხრივ, პოსტსაბჭოთა ფორმატში გადატანა სურს, სადაც თავად დომინირებს. ძალთა ასიმეტრიის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი არ არის, ვის ინტერესებს მოემსახურება ასეთი მოლაპარაკებები. ამის ნათელი მაგალითია შევარდნაძის ხელისუფლების გამოცდილებაც - თბილისი მზად იყო ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ რუსული სამხედრო ბაზები 25 წლით დაეტოვებინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან რუსეთის მოთხოვნები გაცილებით ფართო იმპერიულ მიზნებს ემსახურება.

ამ კონტექსტში "ქართული ოცნების" ნაბიჯები ძალიან სარისკოა. ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მოსკოვს საგარეო პოლიტიკაზე არაფორმალური ვეტოს შესაძლებლობა აქამდეც მისცა, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტით. ახლა კი გაჩნდა საფრთხე, რომ რუსეთმა ქართულ პოლიტიკაზე ის პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტებიც დაიბრუნოს, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა.

ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბოლო წლების შიდა პროცესებიც - რუსული სტილის რეპრესიული კანონები, პარტიების აკრძალვის ცდები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შევიწროება. ხელისუფლების სამიზნე პროდასავლური ძალებია, მაშინ როცა პრორუსულ აქტორებს მოქმედების მეტი სივრცე ეძლევათ. ეს აჩენს არცთუ უსაფუძვლო ეჭვს, რომ ხელისუფლება რუსეთთან პოლიტიკურ შეთანხმებას გაუმჭვირვალე გარემოში ამზადებს. უცნობია, ვინ ვისი სახელით, რა მანდატით და რა საკითხებზე მართავს მოლაპარაკებებს. პარადოქსულია, რომ ხელისუფლება, რომელიც სხვებისგან გამჭვირვალობას მოითხოვს, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს დახურულ კარს მიღმა განიხილავს.ჩანს, ხელისუფლებას საზოგადოებრივი რეაქციის ეშინია. "გავრილოვის ღამე" სწორედ მათი მმართველობისას მოხდა და დღევანდელ ლიდერებს კარგად უნდა ახსოვდეთ მაშინდელი პროტესტის მასშტაბი. მიუხედავად უკრაინის ომისა და ომის შიშისა, ოკუპაციისა და სუვერენიტეტის უპატივცემლობის გამო, ქართველ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ უნდობლობა კვლავ ძლიერია.

თუ ხელისუფლება მოსკოვთან ახალ პოლიტიკურ ურთიერთობას აყალიბებს, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა ფასად, რა პირობებით და ვისი ინტერესების გათვალისწინებით ხდება ეს.

- რას ელოდება ქართული მხარე?

- ამ ეტაპზე რამდენიმე შესაძლო სცენარი იკვეთება და ყველა მათგანი საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად სახიფათოა.

პირველი სცენარია ის, რაზეც რუსი პროპაგანდისტები საჯაროდ ლაპარაკობენ - საქართველოს გაწევრება არა მხოლოდ ევრაზიულ კავშირში, არამედ რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ კი არ ვიბრუნებთ ოკუპირებულ რეგიონებს, დანარჩენი საქართველოც უერთდება მათ და ქვეყანა ბელორუსის მსგავს ვასალურ სახელმწიფოდ გადაიქცევა. ასეთ ვითარებაში სუვერენიტეტი, ევროატლანტიკური პერსპექტივა და დემოკრატიული განვითარება პრაქტიკულად აზრს კარგავს.

მეორე, შედარებით "რბილი" სცენარი საქართველოს ფინლანდიზაციაა. ეს გულისხმობს ნატოსა და ევროკავშირზე უარის თქმას, რუსეთისთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გადამწყვეტი გავლენის მინიჭებას და მოსკოვის მიერ დომინირებულ რეგიონულ სისტემაში მოქცევას - შესაძლოა ფედერაციის ან კონფედერაციის ფორმითაც. თუმცა, ფორმის მიუხედავად, არსი ერთია - საქართველო ფორმალურად შეინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, მაგრამ დამოუკიდებელ პოლიტიკურ არჩევანს დაკარგავს.

მესამე სცენარი მოსკოვის ულტიმატუმების მიღება და ე.წ. ადგილზე არსებული რეალობის აღიარებაა. კრემლი საქართველოს ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, სამი სახელმწიფოს არსებობას ამტკიცებს, ოკუპირებუ­ლი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ან სხვა დათმობები ნებისმიერი ქართული ხელისუფლებისთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

სხვა რეალისტური სცენარი არ იკვეთება. სამივე ვარიანტი არა მხოლოდ საგარეო კურსის ცვლილებას, არამედ სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლების სერიოზულ დაზიანებას გულისხმობს.

წაიკითხე ვრცლად

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. რა სურს სინამდვილეში მოსკოვს თბილისისგან: "სამი სცენარი იკვეთება და სამივე საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათოა" - კორნელი კაკაჩიას ანალიზი

თემა: თბილისში

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • რუსთავი 2·08:46
    მოზარდების მიერ დასურათებული სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში შედგა
  • ტვ პირველი·23:33
    საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში: აღმაშფოთა ინფორმაციამ, რომ შემდეგი რაუნდები შესაძლოა, მოსკოვში ან თბილისში შედგეს
  • პალიტრა ნიუსი·23:32
    თბილისი-მოსკოვი: პირდაპირი დიალოგის დილემა; 28 ნოემბრის აქცია; ღარიბაშვილის ახალი წერილი;პარტიების აკრძალვის საქმე; დებატები ევროპარლამენტში; ტრაგედიის გაკვეთილები | 360 გრადუსი
  • ფრონტნიუსი·23:05
    ხატია დეკანოიძე - ირკვევა, რომ ზურაბაშვილი-გალუზინის შემდეგი შეხვედრა მოსკოვში ან თბილისში უნდა გაიმართოს
თბილისში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·11:10

"პუტინს პირდაპირ სახეში გაულაწუნეს...რუსებს გაქცევა უნდათ, მაგრამ გზა და საწვავი არ არის" - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: რა ხდება ყირიმში?!

"პუტინს პირდაპირ სახეში გაულაწუნეს...რუსებს გაქცევა უნდათ, მაგრამ გზა და საწვავი არ არის" - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: რა ხდება ყირიმში?!
კვირის პალიტრა·10:58

თბილისის რომელ უბნებშია ბინები ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი?!

თბილისის რომელ უბნებშია ბინები ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი?!
კვირის პალიტრა·10:40

"უამრავი წინააღმდეგობა გაიარა, მტრობა, შუღლი, ნერვიულობა... თუმცა ყველაფერს გაუძლო"

"უამრავი წინააღმდეგობა გაიარა, მტრობა, შუღლი, ნერვიულობა... თუმცა ყველაფერს გაუძლო"
კვირის პალიტრა·10:08

მიხეილ ახმეტელი - გენერალ გელენის ქართველი მრჩეველი

მიხეილ ახმეტელი - გენერალ გელენის ქართველი მრჩეველი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.