ორიგინალი
"მძიმე რეალობაა, რომ ამ პროცესებში შესაძლოა ჩართული ყოფილიყო Facebook-იც... 2022 წლის სექტემბერში თბილისს Facebook-ის მენეჯერი ეწვია და..." - რას წერს ნინო წილოსანი?!
კვირის პალიტრა·12:03

"მძიმე რეალობაა, რომ ამ პროცესებში შესაძლოა ჩართული ყოფილიყო Facebook-იც... 2022 წლის სექტემბერში თბილისს Facebook-ის მენეჯერი ეწვია და..." - რას წერს ნინო წილოსანი?!

26 ნოემბერი, 2026 · 12:03

ქართულმა სახელმწიფომ თავი დააღწია გლობალურ ძალადობრივ მმართველობას და დადასტურებულად ვიგებთ, რომ 2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა - 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და და Meta-ს წარმომადგენლის, კატერინა კრუკის მიერ აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან გამართული დახურული შეხვედრის დამადასტურებელ მეილს აქვეყნებს.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, საზოგადოებას ახსოვს ,,გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეთა მხარეს მყოფი ,,ფეისბუქიც", სადაც მმართველი გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მუდმივად იბლოკებოდა, აქტივისტების პოსტები კი წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდებოდა მთელ სოციალურ ქსელში.

„არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს. ბევრი წელი იწვალა ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ, სანამ თავი არ დააღწია გლობალურ ძალადობრივ მმართველობას და მხოლოდ ახლა, როცა ეს ჭირი გადავლახეთ, დადასტურებულად ვიგებთ, რომ:

2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. თანხები 5 ძირითად მიმართულებაში იხარჯებოდა - მედია, არჩევნების მონიტორინგი, აქტივისტების ტრენინგი, იურისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების გადამზადება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მონაცემების შეგროვება და ანალიზი.

შედეგად, 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული, რეალურად კი სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა. ამ დაფინანსებამ შექმნა რევოლუციური ქსელი, რომელსაც იგივე ფინანსებით გაპიარებული მაშინდელი „რუსთავი 2“ ედგა საინფორმაციო რუპორად.

რევოლუციის შემდეგ „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტივისტები ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოში დაინიშნნენ. მთავარი დაფინანსებული ორმაგი აგენტი კი 9 წლის მანძილზე აწამებდა ქვეყანას.

თვალნათელია, რომ ფერადი რევოლუციების ტალღამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას გადაუარა, თუმცა, როგორც კი USAID-ის დაფინანსება შეიზღუდა, მემარჯვენე კანდიდატებმა გაიმარჯვეს ბოლივიაში, ჩილეში, ჰონდურასში, კოსტა-რიკაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.

იგივე სცენარის ნაწილი იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლა. 2020 წლის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ 3000-ზე მეტი დამკვირვებლის მეშვეობით გაყალბდა ხმების პარალელური დათვლა, რომლითაც საქართველოში 2020 წლის პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიეს.

და ბოლოს, რაც ყველაზე მძიმე რეალობაა - ამ პროცესებში შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ჩვენთვის უსაყვარლესი სოციალური სივრცე Facebook-იც. 2022 წლის სექტემბერში თბილისს Meta-ს (Facebook) საჯარო პოლიტიკის რეგიონული მენეჯერი, კატერინა კრუკი ეწვია. აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა და თუ რას ეხებოდა ან რაზე ტრენინგდებოდნენ შეხვედრაზე მყოფი ადამიანები, ჩვენთვის უცნობია. თუმცა ალბათ ყველას გაგახსენდებათ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა მხარეს მყოფი Facebook, სადაც ჩვენ მიერ გავრცელებული სიმართლე მუდმივად იბლოკებოდა, რევოლუციონერი აქტივისტების სოცაქტივობა კი წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდებოდა მთელ ქსელში.

ვურთავ Facebook-ის წარმომადგენლის სტუმრობის შესახებ მეილს, სადაც კორექტულად მიმანიშნებელი ტექსტით ვიგებთ, რომ შეხვედრა საარჩევნო თემატიკას, დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეეხებოდა.

აქვე გავიხსენოთ, თავად მარკ ცუკერბერგის აღიარებაც აშშ-ის კონგრესისადმი მიწერილ წერილში, სადაც მან ღიად დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისა და შესაბამისი უწყებების მხრიდან Facebook-ზე წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ზეწოლა კონკრეტული ინფორმაციის დაცენზურებისა და შეზღუდვის მიზნით," - წერს ნინო წილოსანი.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "მძიმე რეალობაა, რომ ამ პროცესებში შესაძლოა ჩართული ყოფილიყო Facebook-იც... 2022 წლის სექტემბერში თბილისს Facebook-ის მენეჯერი ეწვია და..." - რას წერს ნინო წილოსანი?!

თემა: თბილისში

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • რუსთავი 2·08:46
    მოზარდების მიერ დასურათებული სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში შედგა
  • ტვ პირველი·23:33
    საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში: აღმაშფოთა ინფორმაციამ, რომ შემდეგი რაუნდები შესაძლოა, მოსკოვში ან თბილისში შედგეს
  • პალიტრა ნიუსი·23:32
    თბილისი-მოსკოვი: პირდაპირი დიალოგის დილემა; 28 ნოემბრის აქცია; ღარიბაშვილის ახალი წერილი;პარტიების აკრძალვის საქმე; დებატები ევროპარლამენტში; ტრაგედიის გაკვეთილები | 360 გრადუსი
  • ფრონტნიუსი·23:05
    ხატია დეკანოიძე - ირკვევა, რომ ზურაბაშვილი-გალუზინის შემდეგი შეხვედრა მოსკოვში ან თბილისში უნდა გაიმართოს
თბილისშიპროცესი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·12:37

"ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?!. თავის თავს დააბრალონ...ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს" - გიორგი შარაშიძე

"ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?!. თავის თავს დააბრალონ...ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს" - გიორგი შარაშიძე
კვირის პალიტრა·12:20

"სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ" - სალომე სამადაშვილი თბილისი-მოსკოვის დიალოგზე

"სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ" - სალომე სამადაშვილი თბილისი-მოსკოვის დიალოგზე
კვირის პალიტრა·12:16

წალკაში მწყემსმა 368 ძროხა მოიპარა?! - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

წალკაში მწყემსმა 368 ძროხა მოიპარა?! - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
კვირის პალიტრა·12:00

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს - რა შეთანხმებას მიაღწიეს ყოფილმა მეუღლეებმა?!

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს - რა შეთანხმებას მიაღწიეს ყოფილმა მეუღლეებმა?!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.