ორიგინალი
"მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მისგან?" - დავით ფეიქრიშვილი პროკურორს
კვირის პალიტრა·16:13

"მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მისგან?" - დავით ფეიქრიშვილი პროკურორს

26 ნოემბერი, 2026 · 16:13

მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან?, - ამის შესახებ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან საქმის პროკურორს, დავით დევიძეს კითხვით მიმართა, თუ რატომ აუკრძალა მან გარე სამყაროსთან კომუნიკაცია და ამის ნება რატომ მისცა მაშინ, როცა ის ციხეში აწამეს.

„პროკურორთან მაქვს შეკითხვა. ციხეში ჩემი წამება მოხდა 4 დღის განმავლობაში. რაღაც შედეგი დაიდო, მაგრამ კვალიფიკაციას არ ვეთანხმები.

პროკურორმა 2 თვით ამიკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.

პროკურორს მინდა ვკითხო, 19 ოქტომბერს, ჩემი წამების ერთ-ერთ დღეს, პროკურატურისთვის არ მიმიმართავს [დარეკვის თხოვნით] არც მე და არც ჩემს ოჯახს, არც მედიის მეშვეობით არ გაჟღერებულა ინფორმაცია. რის საფუძველზე მომეცით უფლება რომ დამერეკა ოჯახთან? თუ თქვენ არ გადაგიწყვიტათ, ვინ გადაწყვიტა?",- განაცხადა ფეიქრიშვილმა, რის საპასუხოდაც პროკურორმა განმარტება გააკეთა.

„დღევანდელი სხდომა არ ითვალისწინებს იმ რეჟიმს, რომ პროკურორმა გიპასუხოთ, მაგრამ გიპასუხებთ. როდესაც დედათქვენმა თქვენი ჯანმრთელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, გადაწყვეტილება მივიღეთ, უფლება მოგვეცა, რომ ოჯახის წევრთან დაგერეკათ",- უპასუხა ფეიქრიშვილს დავით დევიძემ.

ბრალდებულმა მას უთხრა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„ეს არის სიცრუე. ჩემს ოჯახს არც მედიის საშუალებით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, მეორე დღეს მოხდა მედიის საშუალებით ინფორმაციის გაჟღერება. პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში. პენიტენციური სამსახური საქმის კურსში იყო და მინაწილე იყო, ციხის დირექტორი ორგანიზატორი იყო, პროკურატურამაც ინფორმაცია მათგან იცოდა. ყველა ჩემი საკნიდან გაყვანა კი კონტროლდებოდა, ყიფიანი მობილურით კავშირზე იყო და იცოდა, ადვოკატს რას ველაპარაკებოდი. წარმოიდგინეთ, თუკი ვინმე ჩემს საკანში ან სიახლოვეს იჯდა, ყველა ქართველი გადაიყვანეს, მხოლოდ აზერბაიჯანელები შემოასახლეს, რომ ენის ბარიერი ყოფილიყო და ვერავისთვის მიმეწვდინა ხმა, ლანგარზე მიართვეს ჩემი თავი და ამაში პროკურატურა ხელს უწყობდა. ახლა რატომ მიკრძალავს პროკურატურა ჩემს ოჯახთან კონტაქტს? რამაზ ფირცხალავა, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია, მისი მოადგილე თანამდებობაზეა. ჩემმა ძმამ თვითდაზიანებები მიიყინა, სულ შავი ვიყავი ბატონო მოსამართლე, თანამშრომლები ამაში ჩართულები იყვნენ. ჩემმა ძმამ თვითდაზიანება მიიყენა, გამოიყვანეთ საკნიდანო, ხმალაძე მოადგილე იყო, ვინც ჩემს ძმას ეუბნებოდა, დამშვიდდი, არაფერი ჭირსო და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს.

პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა ორივე [პატარიძე,ფირცხალავა] და მე, ამ დაჯგუფების ხელში ჩამაგდეთ. მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან? პროკურატურა ხელს უწყობს თავისი ინდიფერენტულობით.

მინდა გაიგოთ, რომ მე მაწამეს და 4 დღე მაწამებდნენ, ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო და მხარე იყო. იმ დღეს თუ მომეცით დარეკვის უფლება, ახლა რატომ არ მაძლევთ?", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

მას მოსამართლემ მოუწოდა, შესავალი სიტყვის ფარგლებში ესაუბრა. მანვე დააზუსტა, აღიარებდა თუ არა ის ბრალდებას.

"არ ვაღიარებ, შეთითხნილი ბრალდებაა. 4 დღე მაწამებდნენ და ახლა მიდის ჩაფარცხვა. რას ელოდებით? თეთრაძის განაჩენის რის საფუძველზეა, პატიმრების ჩვენებების არა?",- განაცხადა ფეიქრიშვილმა, მას მოსამართლემ სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მისგან?" - დავით ფეიქრიშვილი პროკურორს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·19:10

ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?

ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?
კვირის პალიტრა·18:40

რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე?

რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე?
კვირის პალიტრა·17:02

"ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მას მუშ­ტე­ბი­თა და ფე­ხე­ბით გა­უს­წორ­დნენ" - სასტიკი თავდასხმა ათენში: დაკავებულთა შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქეა

"ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მას მუშ­ტე­ბი­თა და ფე­ხე­ბით გა­უს­წორ­დნენ" - სასტიკი თავდასხმა ათენში: დაკავებულთა შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქეა
კვირის პალიტრა·16:25

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.