ორიგინალი
"ერთი თვე ვკითხულობდი, როგორ მღალატობდა ქმარი... “ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე ბოლოდროინდელ გახმაურებულ ამბებზე, საკუთარ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე?!
კვირის პალიტრა·10:11

"ერთი თვე ვკითხულობდი, როგორ მღალატობდა ქმარი... “ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე ბოლოდროინდელ გახმაურებულ ამბებზე, საკუთარ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე?!

27 ნოემბერი, 2026 · 10:11

გვანცა დარასელიას პოდკასტში ჟურნალისტი და ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე დაწვრილებით ყვება ბოლოდროინდელ გახმაურებულ ამბებზე, საკუთარ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე.

კარგი გოგოს კომპლექსი- ჩემი ცხოვრებების ყველა ეტაპზე ყოველთვის ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ეს კარმა მაქვს ასეთი იმიტომ, რომ ალბათ სანამ დავიბადებოდი, მანამდე დამნაშავე ვიყავი იმაში, რომ საერთოდ იმ ადამიანების ცხოვრებაში გავჩნდი, ვის ცხოვრებაშიც არ უნდა გავჩენილიყავი ეს მერე ფსიქოლოგთანც გავიარე... ეს დანაშაულის შეგრძნება მომდევს ბავშვობიდან, სულ მგონია, რომ რაღაცა დავაშავე და სულ მინდა, რომ კარგად მოვიქცე, რომ დამნაშავე არ ვიყო რაღაცაში...სულ მინდა, რომ კარგი გოგო ვიყო. ეს კომპლექსი მაქვს — მინდა, ყველასთან კარგად მოვიქცე. ხანდახან იმდენად გადამეტებულად მომდის ეს კარგად მოქცევა, რომ მერე ამ საქციელს სხვანაირად აღიქვამენ...ეს დანაშაულის შეგრძნება, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, მაიძულებდა, სხვისი შეცდომებიც გამომესწორებინა. მინდოდა, მარტო მე კი არ ვყოფილიყავი კარგი, არამედ სხვებიც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მე სწორად მიმაჩნდა...მივხვდი, რომ როდესაც დახმარებას არ გთხოვენ, არ უნდა დაეხმარო.

სულ გადამრჩენელის როლს ვასრულებდი. სულ მეგონა, რომ ამ ადამიანთან კარგად რომ მოვიქცეოდი, ისიც კარგად მოიქცეოდა. მოკლედ, საბოლოოდ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო...

ღალატი ჩემი ბრალი იყო ყველაფერი — შეყრაც და გაყრაც... აქაც ჩემი მოლოდინები და ილუზიები იყო პრობლემა. ეს ილუზიები არავის შეუქმნია ჩემთვის. მე არავინ არაფერს შემპირებია, არავის უთქვამს, ამას ვიზამ, იმას არ ვიზამო.ეს ყველაფერი მე თვითონ გადავწყვიტე. მეგონა, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ რაღაცები სწორად იქნებოდა. მე ქალწული ვარ, ყველაფერი ძალიან სწორად და დალაგებულად მაქვს წარმოდგენილი. ყველაფერს ასე ვაკეთებ.

...მე უბრალოდ მოვყევი, რაც იყო. სანდროზე რაც მოხდა, დედაზე რაც მოხდა და ზოგადად, როცა რაღაც ამბავს ვყვები, საზოგადოება ამას ისე იღებს, როგორც თვითონ აღიქვამს...მაგრამ საბოლოოდ მე ვგრძნობ თავს დამნაშავედ იმაში, რომ ეს მოვყევი და საზოგადოებამ ასე მიიღო.

საჯაროდ მოყოლამ უკან დასაბრუნებელი ხიდი მომიჭრა... ეს ჩემი თავისთვის გავაკეთე, რომ უკან აღარ დავბრუნებულიყავი. იმიტომ, რომ მაინც ვაპატიებდი.

მას ხომ არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ მე ეს ყველაფერი ვიცოდი... ჩემი სთორიდან გაიგო: „ჰელოუ, სანდრო, ვიცი“.

...ერთი თვე ვუყურებდი მიმოწერას. სახლში ვიჯექი... ჩვენ რომ ვიჩხუბეთ, ის სახლიდან იყო წასული და ამ პერიოდში დაიწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა.ლეპტოპში Facebook ჩართული ჰქონდა დატოვებული... ასე ვუყურებდი მთელი ერთი თვე.

რა ძალამ გამაძლებინა, არ ვიცი. როგორ არ გავნადგურდი, მართლა არ ვიცი. ერთი თვე ზიხარ, უყურებ ამ ყველაფერს, უსმენ მათ საუბრებს, ფოტოებსა და ვიდეოებს უყურებ, იცი, როდის ხვდებიან ერთმანეთს, სად მიდიან...

ასე ვიჯექი.

ბოლოს ღამის ორ საათზე რაღაც მოხდა... მივწერე ჩემს ახლობლებს, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და მოსულიყვნენ. ეს ყველაფერი უკვე იმ ეტაპზე იყო, როცა ურთიერთობა ჩამოყალიბებული ჰქონდათ...

განაგრძეთ კითხვა

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "ერთი თვე ვკითხულობდი, როგორ მღალატობდა ქმარი... “ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე ბოლოდროინდელ გახმაურებულ ამბებზე, საკუთარ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე?!

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·10:01

“თაღლითურ „ქოლცენტრებში“ დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა... 500 დაკარგულის ბაზა გასაიდუმლოებულია“ - რას წერს გივი თარგამაძე

“თაღლითურ „ქოლცენტრებში“ დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა... 500 დაკარგულის ბაზა გასაიდუმლოებულია“ - რას წერს გივი თარგამაძე
კვირის პალიტრა·09:50

“მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას“ - რას აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი

“მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას“ - რას აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი
კვირის პალიტრა·00:49

თურქეთის სპორტის მინისტრი ქართულ მხარეს აკრიტიკებს „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომების გამო

თურქეთის სპორტის მინისტრი ქართულ მხარეს აკრიტიკებს „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომების გამო
კვირის პალიტრა·00:14

ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!

ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.