„კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით" - ლევან სანიკიძე
ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.
“სამარცხვინო სანახავია რაც დაგვემართა. უკლებლივ ყველა ზემოდან გვიყურებს. ოღონდ ეს მათი ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია.
მიზეზი ივანიშვილია, შედეგიც ლოგიკურია.
ჯერ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეროვნული თავმოყვარეობა და ქართველების ქვეყნიდან გამსახლებელი, გელათის მგრეველი და ახალგაზრდების მომავლის წამრთმევი ჭორვილელი ბატონი ჩამოვაცილოთ ამ ქვეყნის საჭეს და მერე მოვთხოვოთ სხვას ჩვენი სახელმწიფოსთვის ანგარიშის გაწევა.
ასე უფრო სამართლიანია“, - წერს სანიკიძე სოციალურ ქსელში.
"ინტერპრესნიუსი"
განაგრძე კითხვა
