"კარგად დაითვალა? იცის დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ოკუპირებული და ვიცით, რამდენად რუსული რეჟიმი მართავს ქვეყანას - დაშლილია რეჟიმი, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაში"
ვერაფერი შეძლეს. კი უნდათ ჩვენი ჩამოშორება ევროპისა და ამერიკისგან და ჩვენი მიტრიალება რუსეთისკენ, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ აქ დგას ხალხი, რომელიც არასდროს დათანხმდება იმას, რომ საქართველო დაბრუნდეს რუსეთს დომინაციის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ხალხს სურს მშვიდი, ცივილიზებული, თავის მეგობრებთან მყოფი საქართველო და „არა მტრების წიხლის ქვეშ ამოდებული“.
„დღევანდელი აქცია არის ამის დასტური, რომ ჩვენ ორი წლის მერე ვდგავართ, ვართ ერთად, ვართ ძალიან ბევრნი და ჩვენ არ დავთანხმდებით, არ დავნებდებით და ბოლომდე ვიქნებით, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო დავაბრუნოთ თავის გზაზე. ამ ხალხს მოვაშოროთ და არ გვინდა ასეთი საქართველო, ჩვენ გვინდა მშვიდი, ცივილიზებული, თავის მეგობრებთან მყოფი საქართველო და არა მტრების წიხლის ქვეშ ამოდებული.
გაერთიანება არის აქ, არ სჭირდება ჩადგომა, არსად არ ჩავდგები, ჩვენ ვართ ერთად. მე სულ აქ ვიყავი ხალხთან ერთად და ვიქნები კიდევ, სანამ საჭირო იქნება, ბოლომდე. მე ვთქვი, რომ იდეალური ვიყავი სხვა რამისთვის, ტრანზიციისთვის, იმიტომ რომ საჭიროა, როცა ესენი ბოლომდე ჩამოიშლებიან, სტაბილურობა იყოს, ლეგიტიმურობა იყოს და დრო მივცეთ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიას და კიდევ სხვებს, რომლებიც მზადდებიან, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ და ჩავატაროთ ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ავირჩიოთ ჩვენი თავისუფალი მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, აქციის დროს თუ მცირე პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, ეს იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება ხალხის ძალას გრძნობს. გააგრძელეთ კითხვა
