ლანჩხუთის 2027 წლის ბიუჯეტი თითქმის 6 მილიონი ლარით იზრდება – პროექტის განხილვა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დღეს, 24 ნოემბერს, მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, სადაც წარმოდგენილი იყო მომავალი წლის ფინანსური გეგმა.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამსწრე საზოგადოებას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააცნო. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტი 34 519 900 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება 2026 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტს. კერძოდ, ზრდა 5 829 737 ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 20.3%-იანი მატებაა.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 13 ნოემბერს შევიდა. დეპუტატები მის საბოლოო განხილვასა და დამტკიცებას ხვალ, 25 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე გეგმავენ.
