ორიგინალი
გიორგი სიხარულიძეს ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს: „პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“
Lლიბერალი·11:12

გიორგი სიხარულიძეს ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს: „პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“

25 ნოემბერი, 2026 · 11:12

პარტია „ფედერალისტების“ წევრს, ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს, შემოსავლების სამსახურმა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რასაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისი პირადი ქონების, საბანკო ანგარიშებისა და კომპანიებში არსებული წილების დაყადაღება მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია „ფედერალისტები“ ავრცელებს.

„ფედერალისტების“ ცნობით, პრობლემები სიხარულიძეს 2024 წლის ივლისში, შიდაპარტიულ პრაიმერიზში მონაწილეობის შემდეგ დაეწყო. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მან საკუთარი კომპანიის ტერიტორიაზე საარჩევნო უბანი მოაწყო, ათ დღეში შემოსავლების სამსახურმა მისი სამივე კომპანიის შემოწმება დაიწყო. პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მანამდე, 11 წლის განმავლობაში, სიხარულიძის ბიზნესსაგენტოებში საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა.

თავად გიორგი სიხარულიძის განცხადებით, წელიწად-ნახევრიანი პერიოდის განმავლობაში მის კომპანიებში შვიდი შემოწმება განხორციელდა. ამ პროცესის შედეგად, ერთ-ერთი უმოქმედო კომპანიისგან დამატებითი ინვენტარიზაცია მოითხოვეს, რაც, მისი თქმით, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდა კომპანიის ნახევარი მილიონი ლარით დაჯარიმების მიზეზი.

ბიზნესმენის განმარტებით, ვინაიდან გაუქმებული კომპანიის დაჯარიმება მას პირადად ზიანს არ აყენებდა, შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს მიმართა. ამის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2026 წლის 30 ივნისს, გიორგი სიხარულიძე დაჯარიმებული კომპანიის „ცრუმაგიერ პირად“ ცნო და მისი ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომა 2 დეკემბერსაა დანიშნული. სიხარულიძე აცხადებს, რომ ეროვნული სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ბიზნესმენი მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ უკავშირებს მის პოლიტიკურ აქტივობასა და ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

„როგორც არ უნდა ეცადოს ივანიშვილის რეჟიმი, რა უკანონო ზომებსაც არ უნდა მიმართონ მის მორჩილმა ინსტიტუტებმა, არ გავჩერდები, სანამ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას არ დავამყარებთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ უსამართლობისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინსვლის საშუალებას არ აძლევს. ამ მიზნით, მოგიწოდებთ, 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, — განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.

Lსრული სტატია წყაროზეწყარო: liberali.ge
  1. მთავარი
  2. ლიბერალი
  3. გიორგი სიხარულიძეს ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს: „პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“

თემა: ლარი

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 130 სტატია.

  • BM.GE·18:53
    „დიასპორის სამიტის“ ორგანიზება საგარეო საქმეთა სამინისტროს 736 ათას ლარი დაუჯდება
  • ტვ პირველი·17:49
    რა ეღირება ლარი ხვალ
  • ნეტგაზეთი·15:05
    “ფედერალისტების” წევრ ბიზნესმენს ნახევარი მლნ ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს
  • რადიო თავისუფლება·12:30
    ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს
ლარიმილიონი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

Lლიბერალი·14:04

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს აქვეყნებს: „პოლიტიკური რეპრესიის დასტურია“

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს აქვეყნებს: „პოლიტიკური რეპრესიის დასტურია“
Lლიბერალი·13:44

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაცია: ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაცია: ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Lლიბერალი·09:54

ჩოხატაურის საკრებულოს სხდომა: პრივატიზაცია, მიწის იჯარა და ხელოვნების სკოლები

ჩოხატაურის საკრებულოს სხდომა: პრივატიზაცია, მიწის იჯარა და ხელოვნების სკოლები
Lლიბერალი·09:21

ვენახის გაშენება მკაცრდება: სახელმწიფო ხარისხს ითხოვს, მცირე მარნები – შეღავათებს

ვენახის გაშენება მკაცრდება: სახელმწიფო ხარისხს ითხოვს, მცირე მარნები – შეღავათებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.