ოზურგეთსა და 17 სოფელს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: მიზეზი და დეტალები
26 ნოემბერს, ოზურგეთისა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა დაგეგმილია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომლებსაც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ოზურგეთის გაზგამანაწილებელ სადგურში განახორციელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაზის მიწოდება შეწყდება 26 ნოემბერს, 14:00 საათიდან 14:30 საათამდე პერიოდში. ეს ნახევარსაათიანი შეზღუდვა შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: ქალაქ ოზურგეთს, გურიანთას, ხვარბეთს, შემოქმედს, მაკვანეთს, ბოხვაურს, წითელმთას, გომს, მელექედურს, მერიას, დვაბზუს, კვირიკეთს, ციხისფერდს, ცხემლისხიდს, სოფელ ოზურგეთს, ანასეულსა და ექადიას.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აცხადებს, რომ სამუშაოები მაქსიმალურად ოპერატიულად შესრულდება, რათა აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება უმოკლეს ვადაში აღუდგეს და მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტი მინიმალური იყოს.
