ორიგინალი
ვენახის გაშენება მკაცრდება: სახელმწიფო ხარისხს ითხოვს, მცირე მარნები – შეღავათებს
Lლიბერალი·09:21

ვენახის გაშენება მკაცრდება: სახელმწიფო ხარისხს ითხოვს, მცირე მარნები – შეღავათებს

25 ნოემბერი, 2026 · 09:21

2026 წლის 1 მაისიდან საქართველოში სამეწარმეო ვენახის გაშენება ან განახლება ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე აიკრძალება. მთავრობა ამ ცვლილებას ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებითა და დაბალხარისხიანი მოსავლის შემცირების აუცილებლობით ხსნის. თუმცა, მცირე საოჯახო მარნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი პროცედურებით გამოწვეული ხარჯები მათთვის არაპროპორციულ ტვირთად იქცევა.

სააგენტოს თანხმობა საჭიროა მხოლოდ კომერციული ვენახის გაშენებისას, ან ისეთი განახლებისას, როდესაც ვაზის 50%-ზე მეტი იცვლება ან გადაიმყნობა. განაცხადის განხილვა უფასოა და გადაწყვეტილება 20 სამუშაო დღეში მიიღება, მაგრამ თანხმობის მისაღებად მევენახემ სამი სავალდებულო დოკუმენტი უნდა წარადგინოს:

მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა საჯარო რეესტრიდან და ვენახის საკადასტრო მონაცემები;სერტიფიცირებულ სანერგეში შეძენილი ნერგის ინვოისი;სააგენტოს მიერ აღიარებული ლაბორატორიის მიერ გაკეთებული ნიადაგის ანალიზი.

მცირე საოჯახო მარნებისთვის მთავარ ბარიერად სწორედ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა სახელდება. მათი თქმით, საქართველოში სულ სამი ლაბორატორიაა აღიარებული სააგენტოს მიერ (მულტიტესტი და აგრარული უნივერსიტეტი აღმოსავლეთში, ანასეული დასავლეთში), რომელთა მომსახურებაც საკმაოდ ძვირია.

„ჩვენნაირი საოჯახო მარნისთვის, რომელიც წელიწადში 1000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ნახევარ ჰექტარზე ნაკლებ ვენახს ფლობს, არაპროპორციულად მაღალია ასეთი ხარჯის გაღება მომავალი ვენახისთვის. გარდა ოფიციალური ფასისა, ემატება ლაბორატორიის სპეციალისტების ჩამოყვანისა და დაბრუნების ხარჯები თბილისიდან, ასევე მუშის ან ტრაქტორის დაქირავების საჭიროება 1-1.2 მეტრი სიღრმის ჭრილის გასაკეთებლად. ეს ყველაფერი ემატება ისედაც მაღალ ხარჯებს, რაც ვენახის გაშენებას სჭირდება“, – აცხადებს მევენახე-მეღვინე თაკო ჟურული.

პრაქტიკული მაგალითის სახით, ერთ-ერთ სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში 4 ჰექტრამდე ნაკვეთზე ნიადაგის ორი ნიმუშის აღება 400 ლარი ღირს, რასაც 80 ლარი გზის ხარჯი ემატება. მცირე მეღვინეები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ნიადაგის ანალიზის მნიშვნელობისა, ის სახელმწიფოს მხრიდან ვენახის გაშენების უფლების პირობა არ უნდა იყოს, რადგან ტერუარის შესწავლისთვის არსებობს ხალხური ცოდნა და არაერთი სამეცნიერო კვლევა.

ღვინის ეროვნული სააგენტო გამკაცრებულ კონტროლს დარგში არსებული გამოწვევებით ხსნის. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ღვინის მოხმარება 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით შემცირდა მოთხოვნა დაბალ საფასო სეგმენტში, მაშინ როცა ხარისხიან ღვინოზე მოთხოვნა სტაბილურია. სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განმარტებით, დაბალხარისხიანი ყურძნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შეუფერებელ ადგილებში გაშენებული ვენახებია.

რეგულაციას ჰყავს მომხრეებიც მცირე მევენახეებს შორის. მაგალითად, ტყიბულში, გოჩა ბერეკაშვილი, რომელიც ცოლიკაურის ვენახის გაშენებაზე პირველი დათანხმდა, აღნიშნავს, რომ არასერტიფიცირებული ნერგების გამო ძველ ვენახში დაავადებები გაუჩნდა, ხოლო სერტიფიცირებული სანერგე ჯანსაღი ვაზისა და ღვინის გარანტიაა.

თუმცა, მეღვინეების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს რეგულაციების გამკაცრებას. მარან „ფაფარი ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებულმა რეგულაციებმა და გაზრდილმა ბიუროკრატიამ მცირე მარნებს არსებობის პირობები გაურთულა. მისი თქმით, ჭარბი ყურძნის პრობლემა წლების განმავლობაში ვენახების სუბსიდირებამ შექმნა, ხოლო მსოფლიოში მოხმარების კლების არგუმენტი ქვევრისა და ნიშური ღვინის სეგმენტს არ ეხება. ქურდაძე აღნიშნავს, რომ რეგულაციების გამო, ზოგიერთ ზონაში უკვე გაჩეხილია 22 მცირე ფერმერის ვენახი და ადგილზე სხვა კულტურები გაშენდა.

მცირე მარნებისთვის გაუგებარია, რატომ არ მოქმედებს დიფერენცირებული მიდგომა ვენახის გაშენების ეტაპზე, მაშინ როცა სახელმწიფომ სხვა რეგულაციაში მათი მდგომარეობა უკვე გაითვალისწინა. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირების საფასური, რომელიც 1 სექტემბრიდან გახდა ფასიანი, მცირე მარნებს სრულად გაუუქმდათ. მეღვინეები მსგავს კონსულტაციებსა და ფინანსურ შეღავათებს ახალი ვენახის გაშენების წინაპირობებზეც ითხოვენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, კომერციული მიზნებისთვის ვენახის გასაშენებლად საჭირო ლაბორატორიული კვლევა სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება.

Lსრული სტატია წყაროზეწყარო: liberali.ge
  1. მთავარი
  2. ლიბერალი
  3. ვენახის გაშენება მკაცრდება: სახელმწიფო ხარისხს ითხოვს, მცირე მარნები – შეღავათებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

Lლიბერალი·14:04

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს აქვეყნებს: „პოლიტიკური რეპრესიის დასტურია“

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს აქვეყნებს: „პოლიტიკური რეპრესიის დასტურია“
Lლიბერალი·13:44

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაცია: ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაცია: ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Lლიბერალი·11:12

გიორგი სიხარულიძეს ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს: „პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“

გიორგი სიხარულიძეს ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს: „პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“
Lლიბერალი·09:54

ჩოხატაურის საკრებულოს სხდომა: პრივატიზაცია, მიწის იჯარა და ხელოვნების სკოლები

ჩოხატაურის საკრებულოს სხდომა: პრივატიზაცია, მიწის იჯარა და ხელოვნების სკოლები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.