ორიგინალი
ჭიათურის ჯგუფური ძალადობა: პროკურატურა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობს
Lლიბერალი·15:07

ჭიათურის ჯგუფური ძალადობა: პროკურატურა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობს

26 ნოემბერი, 2026 · 15:07

საქართველოს პროკურატურა ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა უკვე გამოთქვა სურვილი აღნიშნული შეთანხმების გაფორმების თაობაზე, დანარჩენებთან კი კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენით, ორ პირს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო ორ სხვა პირს - 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ეს განაჩენი უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2026 წლის 9 სექტემბერს.

პროკურატურის განცხადებით, ამ საქმეზე მსჯავრდებული ოთხი პირიდან ერთ-ერთმა თავად გამოთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი.

დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გასარკვევად, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების მიზნით, უწყებამ დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს მიმართა.

შსს-ს თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

Lსრული სტატია წყაროზეწყარო: liberali.ge
  1. მთავარი
  2. ლიბერალი
  3. ჭიათურის ჯგუფური ძალადობა: პროკურატურა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობს

თემა: პროკურატურა

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • რუსთავი 2·19:25
    პროკურატურა ჭიათურაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე მსჯავრდადებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე განცხადებას ავრცელებს
  • ტვ პირველი·19:23
    მაღაროელების საქმე - პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახთან შსს-ს წარმომადგენელი ნამდვილად გაგზავნა
  • რადიო თავისუფლება·18:26
    პროკურატურა არ უარყოფს, რომ მაღაროელ ნეფარიძის ოჯახში „ინფორმირების მიზნით“ პოლიცია მიაგზავნა
  • ინტერპრესნიუსი·18:00
    პროკურატურა ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე 4 მსჯავრდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

Lლიბერალი·14:15

სტიქია ცაგერში: ლაილაშში 4 სახლი დაინგრა, 17 ოჯახი ევაკუირებულია

სტიქია ცაგერში: ლაილაშში 4 სახლი დაინგრა, 17 ოჯახი ევაკუირებულია
Lლიბერალი·14:09

ადვოკატი პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტზე: „კინაღამ მცემეს და დამაკავეს“

ადვოკატი პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტზე: „კინაღამ მცემეს და დამაკავეს“
Lლიბერალი·13:58

ოზურგეთის მერიის სარეზერვო ფონდი: 9 თვეში 77 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა

ოზურგეთის მერიის სარეზერვო ფონდი: 9 თვეში 77 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა
Lლიბერალი·10:02

გურიის ვარძია: უდაბნოს მონასტრის მრავალსაუკუნოვანი საიდუმლოებები და IX საუკუნის უნიკალური ხელნაწერი

გურიის ვარძია: უდაბნოს მონასტრის მრავალსაუკუნოვანი საიდუმლოებები და IX საუკუნის უნიკალური ხელნაწერი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.