შარლიზ ტერონი ახალი სიყვარულის ძიებაში: ვარსკვლავი გაცნობის აპლიკაციას იყენებს
ჰოლივუდის მეგავარსკვლავი შარლიზ ტერონი, როგორც ჩანს, მზადაა პირად ცხოვრებაში ახალი თავი დაიწყოს. მსახიობი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რომანტიკული ურთიერთობა დაასრულა, ახლა სიყვარულს ციფრულ სივრცეში ეძებს და პოპულარულ გაცნობის აპლიკაცია „Raya“-ზე დარეგისტრირდა.
გამოცემა „Daily Mail“-ის ინფორმაციით, 51 წლის შარლიზ ტერონი „Raya“-ს მომხმარებელია, თუმცა, საინტერესოა, რომ მან საკუთარი პროფილი ნამდვილი სახელით არ გააქტიურა. ამის მიუხედავად, ვარსკვლავმა თავისი ოფიციალური Instagram გვერდი მიაბა აპლიკაციის ანგარიშს, რაც მის იდენტობას ადასტურებს.
ტერონის ბოლო რომანტიკული კავშირი მოდელ ალექს დიმიტრიევიჩთან დაახლოებით წელიწად-ნახევარი გაგრძელდა, თუმცა, წყვილის გზები გაიყო. ახლა მსახიობი, როგორც ჩანს, მზადაა ახალი ურთიერთობებისთვის და ამისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.
აღსანიშნავია, რომ შარლიზ ტერონი არ არის ერთადერთი ცნობილი სახე, რომელიც ექსკლუზიურ გაცნობის პლატფორმა „Raya“-ს ენდობა. წარსულში ამ აპლიკაციის მომხმარებლები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჩენინგ ტატუმი, შერონ სტოუნი, კარა დელევინი და მრავალი სხვა, რაც ხაზს უსვამს მის პოპულარობას სელებრითებს შორის.
