ორიგინალი
ანატოლი გიგაური: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“ – პროტესტი ავლაბარზე
Lლიბერალი·15:11

ანატოლი გიგაური: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“ – პროტესტი ავლაბარზე

28 ნოემბერი, 2026 · 15:11

თბილისში, ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. დედაქალაქის ქუჩები კვლავ ევროპული მომავლის მოთხოვნით შეკრებილ მოქალაქეებს მასპინძლობს.

აქციაზე იმყოფება ანატოლი გიგაური, რომელიც ცოტა ხნის წინ, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა. მან ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და პოზიცია დააფიქსირა.

კითხვაზე, თუ სად ხედავს საქართველოს 2028 წელს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, გიგაურმა განაცხადა, რომ ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს იმისთვის, რათა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მისი თქმით, თუ ქვეყნის პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, მას მომავლის წარმოდგენაც არ სურს.

„თუ პოლიტიკურ კურსს არ შევცვლით, წარმოდგენაც არ მინდა, სიცოცხლეც არ მინდა… ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი კურსით წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვიბრძოლებთ როგორც ფიზიკურად და გონებრივად, ისე ფინანსურად. რა რესურსიც გვექნება, ყველაფერს ჩავდებთ, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი,“ – განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ ანატოლი გიგაური 2024 წლის 25 ნოემბერს, საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და 2026 წლის 24 ნოემბერს გაათავისუფლეს. დღევანდელი აქცია სიმბოლურად ემთხვევა იმ გადაწყვეტილების ორწლიან იუბილეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არდაყენება გადაწყვიტა, რასაც ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

Lსრული სტატია წყაროზეწყარო: liberali.ge
  1. მთავარი
  2. ლიბერალი
  3. ანატოლი გიგაური: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“ – პროტესტი ავლაბარზე

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 164 სტატია.

  • რუსთავი 2·15:58
    ირაკლი შატაკიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისთვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ
  • GHN·15:44
    უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე კონკრეტულ პუნქტს უნდა მოიცავდეს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებას, ძლიერი არმიის შენარჩუნებასა და ქვეყნის აღდგენის დაფინანსებას - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • აჭარის ტელევიზია·15:42
    ნიკოლოზ სამხარაძე: დანიურ მხარესთან საუბარი გვქონდა იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს ევროკავშირთან მიმართებით, ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი ყოველთვის საჭიროა
  • იმედი·15:24
    ირაკლი შატაკიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ
ევროკავშირისგახდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

Lლიბერალი·14:35

მასწავლებლების სახელფასო დანამატი ორმაგდება: 30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს

მასწავლებლების სახელფასო დანამატი ორმაგდება: 30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს
Lლიბერალი·13:22

2027 წლის კალენდარი: უქმე დღეები, აღდგომა და დასვენების განრიგი საქართველოში

2027 წლის კალენდარი: უქმე დღეები, აღდგომა და დასვენების განრიგი საქართველოში
Lლიბერალი·12:02

შსს-მ ბავშვთა ქორწინების პრევენციის ახალი კამპანია დაიწყო: „საერთო პასუხისმგებლობაა“

შსს-მ ბავშვთა ქორწინების პრევენციის ახალი კამპანია დაიწყო: „საერთო პასუხისმგებლობაა“
Lლიბერალი·07:41

მაია ბუწაშვილი აშშ-ის გრიპის სტატისტიკას აქვეყნებს და საქართველოში მონაცემების არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას

მაია ბუწაშვილი აშშ-ის გრიპის სტატისტიკას აქვეყნებს და საქართველოში მონაცემების არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.