ორიგინალი
რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი აკრძალა – რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?
Lლიბერალი·16:50

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი აკრძალა – რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

29 ნოემბერი, 2026 · 16:50

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ექვსი თვით აკრძალა წიწიბურის ექსპორტი ქვეყნიდან. 26 ნოემბერს მიღებული ეს გადაწყვეტილება, მოსკოვის განმარტებით, მიზნად ისახავს შიდა სასურსათო ბაზარზე სტაბილურობისა და მიწოდების უზრუნველყოფას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსულ წიწიბურაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანამ ჯამურად 4 353 300 აშშ დოლარის ღირებულების წიწიბურა შემოიტანა. ამ მოცულობიდან, 4 348 300 აშშ დოლარი, ანუ მთლიანი იმპორტის 99.9%, სწორედ რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა.

წიწიბურის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებზე, როგორებიცაა სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. საყურადღებოა, რომ რუსულმა მხარემ გამონაკლისი დაუშვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვისაც — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის, რაც მათთვის წიწიბურის მიწოდების გაგრძელებას გულისხმობს. გარდა ამისა, აკრძალვა არ შეეხება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და მთავრობათაშორისი შეთანხმებებით გათვალისწინებულ ტვირთებს.

Lსრული სტატია წყაროზეწყარო: liberali.ge
  1. მთავარი
  2. ლიბერალი
  3. რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი აკრძალა – რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

Lლიბერალი·16:41

სოკარი გურიაში გაზის ქსელის დარღვევებზე: თვითნებური მიერთებები და კუსტარული დანადგარები

სოკარი გურიაში გაზის ქსელის დარღვევებზე: თვითნებური მიერთებები და კუსტარული დანადგარები
Lლიბერალი·13:45

დეკემბერი 2026: ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის გარდამტეხი თვე – კარიერა, სიყვარული, თვითაღმოჩენა

დეკემბერი 2026: ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის გარდამტეხი თვე – კარიერა, სიყვარული, თვითაღმოჩენა
Lლიბერალი·12:48

ნოდარ დუმბაძე და ჭადრაკის პარტია: როგორ „გადაარჩინა“ მალაზონიამ ლაზიერი „ილიკო და ილარიონის“ დახმარებით

ნოდარ დუმბაძე და ჭადრაკის პარტია: როგორ „გადაარჩინა“ მალაზონიამ ლაზიერი „ილიკო და ილარიონის“ დახმარებით
Lლიბერალი·12:13

ქართული ყველი მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირია: რა ღირს 1 კგ და რომელ ადგილზეა საქართველო?

ქართული ყველი მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირია: რა ღირს 1 კგ და რომელ ადგილზეა საქართველო?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.