მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ლაზარე გრიგორიადისს ბრალი წარუდგინეს - Netgazeti
ლაზარე გრიგორიადისს ბრალი წარუდგინეს - Netgazeti

ლაზარე გრიგორიადისს ბრალი წარუდგინეს - Netgazeti

ნეტგაზეთი25 აპრილი, 2026, 17:29|netgazeti.ge

პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისს ბრალი წარუდგინა.

გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან ბრალდებული, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ლაზარე გრიგორიადისი 24 აპრილს დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა სახის აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წელს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროსაც დააკავეს. მას სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდების ბრალდებით, თუმცა ციხე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების შემდეგ დატოვა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაიმედი
  • აშშ-ში 33 წლის ქართველს 1.3-მილიარდიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენესტვ პირველი
  • თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატიBM.GE
  • ნიკა გვარამია ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას ელოდებაფორმულა
ბრალი →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი