მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მოსკოვში აცხადებენ, რომ შესაძლოა დათანხმდნენ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აზერბაიჯანში - Netgazeti
მოსკოვში აცხადებენ, რომ შესაძლოა დათანხმდნენ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აზერბაიჯანში - Netgazeti

მოსკოვში აცხადებენ, რომ შესაძლოა დათანხმდნენ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აზერბაიჯანში - Netgazeti

ნეტგაზეთი27 აპრილი, 2026, 09:45|netgazeti.ge

რუსეთი შესაძლოა დათანხმდეს აზერბაიჯანში აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების ჩატარებას. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა, გამოცემა „Подъем“-თან საუბარში განაცხადა.

„თუ აზერბაიჯანი მზად არის, უზრუნველყოს მოლაპარაკებების ყველა მონაწილის უსაფრთხოება, ვფიქრობ, ჩვენი მოლაპარაკებების ჯგუფის წევრები მშვიდად შეძლებენ აზერბაიჯანში ჩასვლას”.

ამასთან, ჯაბაროვმა ზელენსკის განცხადებები ხრიკად და ტყუილად შეაფასა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი რეალური მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, დასავლეთის გავლენით საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების კურსს მისდევს და რეგულარულად ცვლის მოლაპარაკებების მონაწილეთა შემადგენლობას, შეხვედრის ადგილს და საწყისი პირობების ფორმულირებებს.

ჯაბაროვმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო მომენტში ზელენსკიმ შესაძლოა უარი თქვას მოლაპარაკებებზე იმ მიზეზით, რომ რუსეთის მიერ წაყენებული პირობები არ დააკმაყოფილებს.

25 აპრილს ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში ჩავიდა. აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევთან გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მზად არის უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის და დაამატა, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლოა აზერბაიჯანში გაიმართოს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდაიმედი
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ნეტგაზეთი

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი