მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი და საქართველოს დელეგაციის წევრები. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულ მიღწევებს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოითქვა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს და გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრამდე, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს გენერალური პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა და გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში არსებული მთავარი ანტიკორუფციული დირექტორატის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერებინეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • პროკურორის თქმით დიტო ჩუბინიძე ჯორბენაძის თვითმკვლელობაზე ინფორმაციას არ ფლობსფორმულა
  • დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორიBM.GE
  • ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის რამდენიმე ათეული ზარი ფიქსირდება, გიორგი მალანიამ იცოდა, რომ კონკრეტული პრობლემა ჰქონდა ნია იმნაძეს მასწავლებელთან და ეს ინფორმაცია მან შეყვარებულსაც მიაწოდა, გიორგი მალანიასაც - პროკურორირუსთავი 2
  • გიგა ავალიანის საქმე - პროკურორი განმარტავს, რა მტკიცებულებები აქვთ გიორგი მალანიას წინააღმდეგტვ პირველი
პროკურორი →მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი