მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. შესანიშნავი ამბავია ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება, თუმცა მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება - იუკნევიჩიანე - Netgazeti
შესანიშნავი ამბავია ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება, თუმცა მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება - იუკნევიჩიანე - Netgazeti

შესანიშნავი ამბავია ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება, თუმცა მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება - იუკნევიჩიანე - Netgazeti

ნეტგაზეთი28 აპრილი, 2026, 18:05|netgazeti.ge

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ეხმაურება ბელარუსი ჟურნალისტის, ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლებას.

მისი თქმით, ეს შესანიშნავი ამბავია, თუმცა ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ ანდჟეი ბოჩობუტთან ერთად სახაროვის პრემიის მფლობელი, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება.

„შესანიშნავი ამბავია ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება. თუმცა 2025 წლის სახაროვის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატი, მზია ამაღლობელი, კვლავ „ქართული ოცნების“ პატიმრობაში რჩება და მასთან საერთაშორისო წარმომადგენლების ვიზიტები შეზღუდულია.

ევროპარლამენტმა მკაფიოდ განაცხადა: ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ადგილი არ არის“, – წერს რასა იუკნევიჩიანე.

ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსში 2021 წლის 25 მარტიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი 28 აპრილს ბელარუსსა და პოლონეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლდა. გაცვლა 5/5-ზე ფორმულით მოხდა. ანდჟეი პოჩობუტს პოლონეთში პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დახვდა.

ანდჟეი ბოჩობუტი, ნეტგაზეთისა და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელთან ერთად, 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა. სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი ამ ჯილდოს ყოველწლიურად, 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებაიმედი
  • გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვაBM.GE
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი