მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ტრამპმა და პუტინმა უკრაინის და ირანის საკითხები განიხილეს - Netgazeti
ტრამპმა და პუტინმა უკრაინის და ირანის საკითხები განიხილეს - Netgazeti

ტრამპმა და პუტინმა უკრაინის და ირანის საკითხები განიხილეს - Netgazeti

ნეტგაზეთი29 აპრილი, 2026, 23:54|netgazeti.ge

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინს შესთავაზა, ცოტა ხნით ცეცხლი შეწყვიტოს.

„ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს გააკეთოს. მან შეიძლება გამოაცხადოს რაიმე ამასთან დაკავშირებით“, — თქვა ტრამპმა.

საუბარი ასევე შეეხო ირანს. დონალდ ტრამპის თქმით, პუტინმა მას შესთავაზა, მონაწილეობა მიიღოს ირანის მიერ ურანის გამდიდრების საკითხის მოგვარებაში, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ურჩევნია, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთოს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინის ინიციატივით შედგა და საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. უშაკოვმა საუბარს მეგობრული, გულწრფელი და საქმიანი უწოდა.

„ვლადიმერ პუტინი მართებულად მიიჩნევს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანთან მიმართებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელების შესახებ. ამან შანსი უნდა მისცეს მოლაპარაკებებს და ზოგადად, ხელი შეუწყოს ვითარების სტაბილიზაციას. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გარდაუვალ დამღუპველ შედეგებზე არა მარტო ირანისა და მისი მეზობლებისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, თუკი აშშ და ისრაელი კვლავ გადავლენ ძალისმიერ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელი და სახიფათოა ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ვარიანტი. რუსეთი მტკიცედ არის განწყობილი, ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს დიპლომატიურ ძალისხმევას კრიზისის მშვიდობიანი გადაჭრის გზების საპოვნელად და შესთავაზა მთელი რიგი მოსაზრებები, რომლებიც მიმართულია ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად“, — განაცხადა უშაკოვმა.

რაც შეეხება უკრაინის საკითხის მოგვარებას, უშაკოვის თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა საბრძოლო მოქმედებების სწრაფი შეწყვეტის მნიშვნელობაზე, ასევე საკუთარი მხრიდან მზადყოფნაზე, ყოველნაირად შეუწყოს ხელი ამ პროცესს.

„ტრამპს სჯერა, რომ შეთანხმება, რომელიც წერტილს დაუსვამდა კონფლიქტს უკრაინაში, უკვე ახლოსაა. ტრამპის თხოვნით, პუტინმა დაახასიათა მიმდინარე ვითარება შეხების ხაზზე, სადაც ჩვენი ჯარები ინარჩუნებენ სტრატეგიულ ინიციატივას და ავიწროებენ მოწინააღმდეგის პოზიციებს. აღინიშნა ისიც, რომ 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინას გადასცა 20 000-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი, ხოლო უკრაინამ ჩვენ — 500-ზე ოდნავ მეტი. როგორც პუტინმა, ისე ტრამპმა არსებითად მსგავსი შეფასებები გააკეთეს ზელენსკის მეთაურობით კიევის რეჟიმის ქმედებების შესახებ, რომელიც ევროპელების წაქეზებითა და მათი მხარდაჭერით, კონფლიქტის გაჭიანურების ხაზს ატარებს. რუსეთის ლიდერმა პირდაპირ თქვა, რომ კიევი მიმართავს აშკარა ტერორისტულ მეთოდებს და თავს ესხმის წმინდა სამოქალაქო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენმა პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღწეული“, — განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, პუტინი მზადაა, აღდგომის მსგავსად, ზავი გამოცხადდეს 9 მაისსაც.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანაიმედი
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
უკრაინის →ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი