
ნიანგის ცრემლები - პაპუაშვილი 16 ქყვეყნის კრიტიკულ განცხადებაზე საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ - Netgazeti
საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ დიდი ბრიტანეთის და 15 ევროპული ქვეყნის კრიტიკულ განცხადებას შალვა პაპუაშვილი „ნიანგის ცრემლებს“ უწოდებს.
„როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები“, – წერს პაპუაშვილის სოციალურ ქსელში.
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქვეყნებს „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას, რომელსაც, ასევე, 14 ევროპული ქვეყანა უჭერს მხარს.
მოსაზრება ეხმიანება მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება, და მზია ამაღლობელის საქმეს. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „მედიის თავისუფლების კოალიცია“ კვლავ აყენებს მისი გათავისუფლების საკითხს.
მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში „შემაშფოთებელ ტენდენციებია“ მედიის თავისუფლების მხრივ.
მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს კვლავ ვაყენებთ – ბრიტანეთის და 15 ევროპული ქვეყნის განცხადება
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge