მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: ივანიშვილის რეზიდენციასთან მიახლოების უფლება არ მოგვცეს - Netgazeti
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: ივანიშვილის რეზიდენციასთან მიახლოების უფლება არ მოგვცეს - Netgazeti

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: ივანიშვილის რეზიდენციასთან მიახლოების უფლება არ მოგვცეს - Netgazeti

ნეტგაზეთი6 მაისი, 2026, 11:43|netgazeti.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ეუბნება დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს, საპროტესტო აქცია ჩაატარონ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. ამის შესახებ მშობლები თავად აცხადებენ.

საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 27) მკაფიოდ ამბობს, რომ მოქალაქეს აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ შეკრების უფლება და ხელისუფლებამ მისგან მაქსიმუმ წინასწარ გაფრთხილება შეიძლება მოითხოვოს, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. თუმცა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო კანონი, რომლითაც ზემოხსენებული საკონსტიტუციო ჩანაწერის შინაარსის შეცვლას და ინტერპრეტირებას ცდილობს. შსს პრაქტიკაში ცდილობს, რომ “წინასწარი გაფრთხილება” ნებართვას დაამსგავსოს.

“ორი განცხადება გვაქვს შეტანილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის ჩასატარებლად: ერთი სპონტანური და მეორე არასპონტანური. სპონტანურზე გვითხრეს, რომ ერთი დღით ადრე კი არ უნდა დაგეგმოთ, არამედ როგორც კი გაბრაზდებით და გამწარდებით, მაშინვე უნდა გამოვარდეთ აქციის ჩასატარებლადო. არასპონტანურზე გვითხრეს, რომ აქ ხალხი ცხოვრობს, მუშაობს, გადაადგილდება და ხელი არ შეუშალოთ, ამიტომ სხვაგან წადითო. ახლა ვურთავ ადგილის ფოტოს და ერთი გამაგებინეთ, ვინ ცხოვრობს, მუშაობს და გადაადგილდება ამ ადგილას, ვისი სიმშვიდეც 100 ბავშვის სიცოცხლეს აღემატება?!”, – წერს აქციის ორგანიზატორი, ერთ-ერთი მშობელი კახა წიქარიშვილი და აქვეყნებს შსს-სგან მიღებულ ფოტოებს.

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები და ახლობლები დღეს საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან მივლენ და ითხოვენ დალოცვას და დახმარებას შვილების გადასარჩენად.

“დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ყველას მოგილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და მოგიწოდებთ, რომ დღეს, 7 საათზე მივიდეთ საქართველოს საპატრიარქოსთან, ვითხოვოთ დალოცვა და დახმარება ჩვენი შვილების გადასარჩენად. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის ფატალური დაავადება, რომელიც ყოველ დღე ამოკლებს ჩვენი შვილების სიცოცხლეს და ამძიმებს მათ ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიცავს ხელისუფლების არც ერთი შტო – არც აღმასრულებელი, არც საკანონმდებლო და არც სასამართლო. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლა და მიახლოებაც აგვიკრძალეს. შესაბამისად, გთხოვთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ დღეს, 7 საათზე შემოგვიერთდეთ. წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენს შვილებს და მთელ საქართველოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უფლება

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • ენტონი ფაუჩიმ სენატის კომიტეტის სხდომაზე COVID-19-ის წარმოშობის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა - მან აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორების უფლებით ისარგებლა, რაც მოქალაქეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების გარანტიას აძლევსიმედი
  • მთავრობამ ხონის მუნიციპალიტეტს TIKA-სგან საბავშვო ბაღისთვის გრანტის მიღების უფლება მისცაBM.GE
  • უკრაინის სამხედრო ფლოტმა NATO-ს ძალების მართვის უფლება მიიღოფორმულა
  • TI ტროტუარზე დგომის საქმეზე, „დროას“ წევრის, თამარ ფერაძის უფლებებს ევროსასამართლოში დაიცავსტვ პირველი
უფლება →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი