მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ხონის მუნიციპალიტეტს TIKA-სგან საბავშვო ბაღისთვის გრანტის მიღების უფლება მისცა
მთავრობამ ხონის მუნიციპალიტეტს TIKA-სგან საბავშვო ბაღისთვის გრანტის მიღების უფლება მისცა

მთავრობამ ხონის მუნიციპალიტეტს TIKA-სგან საბავშვო ბაღისთვის გრანტის მიღების უფლება მისცა

BM.GE27 ივლისი, 2026, 03:38|bm.ge

მთავრობამ ხონის მუნიციპალიტეტს TIKA-სგან საბავშვო ბაღისთვის გრანტის მიღების უფლება მისცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 15 ივლისს გამოსცა.

„მიეცეს თანხმობა ხონის მუნიციპალიტეტს, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისისგან მიიღოს გრანტი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის საჭირო ინვენტარის გადაცემის მიზნით“, - წერია განკარგულებაში.

ცნობისთვის, „გრანტების შესახებ კანონის“ თანახმად, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აკრძალულია. კერძოდ, გრანტის გამცემმა მთავრობისგან უნდა მოიპოვოს თანხმობა, რათა საქართველოში მოქმედმა ორგანიზაციამ, დაწესებულებამ გრანტი გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE