
რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით ამჯერად 275 ტონა სასუქი გაიგზავნა - Netgazeti
რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მორიგი ტვირთი გაიგზავნა, იუწყება სააგენტო Trend.
გამოცემის ინფორმაციით, ბაქოდან საქართველოს საზღვრის მიმართულებით (შემდგომ კი სომხეთში) გაიგზავნა ოთხი ვაგონი სასუქი – საერთო ჯამში, 271 ტონა, ასევე ოთხი ვაგონი მარცვლეული – 275 ტონა.
აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტის დაწყებიდან დღემდე გადაზიდულია 25 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული, 3 ათას ტონაზე მეტი სასუქი და 68 ტონა წიწიბურა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. სომხეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ნაბიჯი რეგიონული კომუნიკაციების გახსნისთვის მნიშვნელოვან წინსვლად შეაფასა. გარდა ამისა, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აზერბაიჯანმა სომხეთში საწვავის მიწოდებაც დაიწყო.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge