მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, შეიძლება რეკომენდაციაც ეზედმეტოს - მდინარაძე შეწყალებაზე - Netgazeti
სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, შეიძლება რეკომენდაციაც ეზედმეტოს - მდინარაძე შეწყალებაზე - Netgazeti

სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, შეიძლება რეკომენდაციაც ეზედმეტოს - მდინარაძე შეწყალებაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი12 მაისი, 2026, 15:35|netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პატიმრების შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა და ამ დროს მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს.

ამის შესახებ მდინარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სინოდის წევრები სინდისის პატიმრების შეწყალების ინიციატივით გამოვიდნენ.

„მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ დამოკიდებულება იმის მიხედვით, როგორია მეორე მხრიდან დამოკიდებულება. ეს არ მინდა, რომ პირობად მიიღოს ვინმემ. ეს [პატიმრების შეწყალება] არ არის ჩემი ან თუნდაც „ქართული ოცნების“ გუნდის განსასაზღვრი საკითხი. სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს, ეს ბუნებრივი ამბავი იქნება და არ შეიძლება…

5-6 წლის წინ, ადამიანისთვის სინდისის პატიმარი რომ დაეძახათ ვიღაცისთვის, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში, ეს უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი… ჩემი პოზიცია იქნება, რომ როდესაც ადამიანი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მაშინ კიდევ უფრო დამთმობი და ლმობიერია სახელმწიფო მის მიმართ, ამ შემთხვევაში არ გამოდგება, იმიტომ რომ ანტაგონისტური აზრებია ჩემსა და თქვენს შორის [„ოცნებისადმი“ კრიტიკულ ჟურნალისტებს]. არ შეიძლება არც მათ მოვთხოვოთ რამე, არც პრეზიდენტს მოვთხოვოთ რამე“, – განაცხადა მდინარაძემ.

რას ამბობენ სასულიერო პირები სინდისის პატიმრების შეწყალებაზე

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • პოლიტიკიდან მდინარაძის გაშვებით, რომელიც რეგიონების "მთავარი პოლიციელი" უნდა ყოფილიყო, კობახიძე დაასუსტეს|ირაკლი მელაშვილიBM.GE
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდანიმედი
  • მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებსტვ პირველი
მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი