მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სინანული და მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი - კობახიძე შეწყალებაზე - Netgazeti
სინანული და მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი - კობახიძე შეწყალებაზე - Netgazeti

სინანული და მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი - კობახიძე შეწყალებაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი15 მაისი, 2026, 12:57|netgazeti.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრების შესაწყალებლად, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია მათ მიერ სინანულის გამოხატვა და დანაშაულის აღიარება.

„აქ არის მარტივი მიდგომა – თუ კონკრეტული პატიმრები, ნებისმიერი მიმართულებით, გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება. სინანული და მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის შეხსენებაზე, რომ არის შემთხვევები, როცა ადამიანები აღიარებენ დანაშაულს, თუმცა მათ იმაზეც კი უარი მიიღეს, რომ სასჯელი ერთი მესამედი პირობითად ჩათვლილიყო, კობახიძე პასუხობს, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„სასამართლო მოქმედებს მკაცრად სამართლებრივი სტანდარტებით, მაგრამ თუ საქმე შეეხება შეწყალებას, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს მხედველობაში. სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით, თუმცა ამის საშუალება აქვს პრეზიდენტს. პრეზიდენტის სახელით ვერ ვისაუბრებ, თავის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, მაგრამ ჩვენ ვიდრე არ დავინახავთ აღიარებას, სინანულს, მანამდე ჩვენი მხრიდან ვერ იქნება გამოვლენილი განსხვავებული დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძე ამბობს, „ქართული ოცნების“ მიდგომა სინანულთან დაკავშირებით თავსებადი უნდა იყოს იმ მიდგომასთანაც, რომელიც ეკლესიას უნდა ჰქონდეს.

რას ამბობენ სასულიერო პირები სინდისის პატიმრების შეწყალებაზე

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი