მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძე
საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძე

საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძე

BM.GE28 ივლისი, 2026, 02:13|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავებამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით კონკრეტული შედეგები მოიტანა. ამის შესახებ მან საქართველოში ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა.

„ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდა, ხოლო მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა.

„წელს კი ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიყვანეთ, რითაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპი ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახა. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლამ და საჰაერო კავშირების გაფართოებამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას შეუწყო ხელი.

„უვიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. ამ მზარდ ინტერესს ახლავს გააქტიურებული საჰაერო მიმოსვლა. დღეს სამი ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას ემსახურება.

„თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ურთიერთდაკავშირება, ქვეყნები ერთმანეთთან დააახლოვა და მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ეს ხელშესახები შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენს პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთთან თანამშრომლობას.

„ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს. დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში, თუმცა ეს მათი საქმეა, ჩვენი საქმე არის სამართლის აღსრულება ყველა საკითხთან დაკავშირებითიმედი
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →მხარს →

მსგავსი სტატიები

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

BM.GE

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

BM.GE

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

BM.GE

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE