
აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით 1 წლით დააპატიმრეს - Netgazeti
გალის [დე ფაქტო – რედ.]რაიონულმა სასამართლომ 2026 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.
დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მოქალაქემ გიორგი ცატავამ, დაარღვია “აფხაზეთის კანონი აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ და რეგლამენტის „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების შესვლის წესის შესახებ“ და “უკანონოდ გადაკვეთა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოდან ენგურის მდინარის გავლით”.
ადგილობრივი უწყების შესაბამისად, სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულ ცატავას კოლონიაში მოხდით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge