მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოტანილი დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გასაღება განიზრახა, რაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, მიმდინარე წლის 28 ივლისს, მათ სარგებლობაში არსებული ავტომობილით მიიტანეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაეცათ მათ მიერვე წინასწარ მოძიებული პირისთვის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განზრახვის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს.

სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 19-236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი