მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი — რას სწერენ ევროკავშირიდან ოპოზიციას - Netgazeti
საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი — რას სწერენ ევროკავშირიდან ოპოზიციას - Netgazeti

საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი — რას სწერენ ევროკავშირიდან ოპოზიციას - Netgazeti

ნეტგაზეთი22 მაისი, 2026, 13:42|netgazeti.ge

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან ოპოზიციის ალიანსმა წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ როგორც კი ხელისუფლება შეცვლის მოქმედების კურსს, ევროკავშირი ამას მზად დახვდება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზას მხარი დაუჭიროს.

„საქართველოს ოპოზიციური ალიანსის წევრებს,

გმადლობთ 2026 წლის 17 აპრილის წერილისთვის, რომელიც საქართველოში მზარდად გაუარესებად ვითარებას ეხება. ვაფასებთ თქვენს შეშფოთებას და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

საქართველო ჩვენი დღის წესრიგის კვლავაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. 21 აპრილს საგარეო საქმეთა საბჭომ განიხილა საქართველოში უწყვეტად დაღმავალი ვითარება და იმსჯელა ევროკავშირის მხრიდან ზეწოლაზე, როგორც რეაგირებაზე მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის პასუხად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუმჯობესების არანაირი ნიშანი არ იკვეთება და რომ მკაფიოა გზავნილი — საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი. ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოსთან ურთიერთობისადმი და აქტიურად არის ჩართული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის მხარდაჭერაში. ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხებზე ნათლად არის ჩამოყალიბებული და ჩვენ კვლავ ვცდილობთ, წავახალისოთ ყველა მხარე, იშრომონ საქართველოს სტაბილური და წარმატებული მომავლისთვის.

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მოვლენების განვითარებას და ეს საკითხები არაერთხელ განიხილა. ევროკავშირის პოლიტიკა და ქმედებები ეფუძნება მის საწყის ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მოიცავს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მექანიზმებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. საქართველოსთან ურთიერთობისას ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს ამ პრინციპების მნიშვნელობას. ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან რეგულარულად ექვემდებარება გადახედვასა და შეფასებას, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ვითარების საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე. ევროკავშირის მიზანია ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და წინსვლის მხარდაჭერა, და იგი გააგრძელებს ქვეყანასთან თანამშრომლობას ისე, რომ ეს სრულ თანხვედრაში იყოს მის ღირებულებებსა და პრინციპებთან.

საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება და ევროკავშირი კვლავაც გულმოდგინებით ახალისებს ხალხთაშორის კონტაქტებს, მათ შორის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების დახმარების გზით. ამავე დროს, ევროკავშირი აქტიურად უპირისპირდება დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მაღალი თანამდებობის პირები ავრცელებენ. ამავდროულად, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ხალხისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას.

ევროკავშირი ურყევად დაუჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ, რაწამს საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს თავისი ამჟამინდელი მოქმედების კურსი“, — ნათქვამია ევროკავშირიდან მიღებულ წერილში.

წერილს ხელს აწერს დერენ დერია, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველ დირექტორატში დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის მიმართულებით. წერილი 21 მაისით არის დათარიღებული.

ოპოზიციის ალიანსი 9 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი