მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კობახიძის თქმით, აშშ-სგან პარტიების აკრძალვის სარჩელის გამოტანაზე საუბარი უსამართლობა იქნებოდა - Netgazeti
კობახიძის თქმით, აშშ-სგან პარტიების აკრძალვის სარჩელის გამოტანაზე საუბარი უსამართლობა იქნებოდა - Netgazeti

კობახიძის თქმით, აშშ-სგან პარტიების აკრძალვის სარჩელის გამოტანაზე საუბარი უსამართლობა იქნებოდა - Netgazeti

ნეტგაზეთი3 ივნისი, 2026, 19:05|netgazeti.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან იმის შესახებ საუბარი იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი გაიტანოს, წინა ადმინისტრაციის „უსამართლობის გაგრძელება“ იქნებოდა.

კობახიძემ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია დაადანაშაულა საქართველოში საბოტაჟის ხელშეწყობაში და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა შეცვლილია. კობახიძის თქმით, ეს „ქართულ ოცნებას“ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“ აღდგეს.

„ჩვენ გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ეს დისკუსია განვაგრძოთ. მთავარი, რის საფუძველზეც შეიძლება, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, ეს არის სამართლიან მიდგომებზე დაბრუნება. რაც კი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია. რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე. სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას, ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რასაც არ ითვალისწინებდა წინა ამერიკული ადმინისტრაცია. ისინი არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სცემდნენ პატივს და არც არჩევნების შედეგს სცეს პატივი. შესაბამისად, არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ამოსავალი წერტილი საქართველოში კანონის უზენაესობის პატივისცემა იქნებოდა.

„ჩვენ აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს შესაბამის სამართლებრივ პროცესსა და სამართლებრივ პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა. სამართლის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, სწორედ, ეს არის ამოსავალი წერტილი. სამართლის უზენაესობის პატივისცემა არის სამართლიანობის ერთ-ერთი გამოხატულება“,- განაცხადა კობახიძემ.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი