მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ დიუშენის წამლის დასაფინანსებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც სამინისტრომ დაიწყო - Netgazeti
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ დიუშენის წამლის დასაფინანსებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც სამინისტრომ დაიწყო - Netgazeti

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ დიუშენის წამლის დასაფინანსებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც სამინისტრომ დაიწყო - Netgazeti

ნეტგაზეთი5 ივნისი, 2026, 09:40|netgazeti.ge

შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ დიუშენის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების საყიდლად სამუშაო ჯგუფის შექმნა არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო. ასე უპასუხა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ დასჭირდა ამ სამუშაო ჯგუფის შექმნას 2 წელი – ჯერ მოლაპარაკებები სამინისტროსთან, შემდეგ საპროტესტო აქციები და მარშები, ბოლოს კი, 45 ღამის გათენება მთავრობის ადმინისტრაციასთან.

“ეს [სამუშაო ჯგუფის შექმნა] იყო იმ პროცესის გაგრძელება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება. ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის, ჩვენი [პარლამენტის] მხრიდანაც, ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარია, ამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან. მათ შორს, ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია შედგა, თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში, სადაც მან განაცხადა, რომ მედიკამენტებს რაც შეეხება, ბზარზე არის ინტერესები სხვადასხვა ფარმაცევტული ორგანიზაციების მხრიდან, რომ საკუთარ მედიკამენტს მიაწერონ ის თვისებები, რომლებიც მას არ აქვს. სწორედ ამას აკეთებენ ამერიკული თუ ევროპული წამლის დაშვების ასოციაციები – ზოგზე არის დაშვება, ზოგზე არ არის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ მას ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა იმ “აგრესიულ კამპანიას”, რომელიც დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გაჩნდა. წამლის შესყიდვისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნამდე ამ ინიციატივის საწინააღმდეგო კამპანიაში პროსახელისუფლებო მედიები, მათთან აფილირებული სოციალური ქსელის ანგარიშები და “ქართული ოცნების” ღია მხარდამჭერები იყვნენ ჩართული. თუმცა პაპუაშვილმა ყურადღება მათდამი კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებაზე გაამახვილა, რომელსაც “რადიკალური ჯგუფები” უწოდა.

“ჩვენთვის მთავარია, რომ მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე და ამ [მათთვის საუკეთესო] ინტერესზე. სხვა ჯგუფებს რაც შეეხება, ეს ისედაც ჩანდა თავიდანვე … ჩანდა რა, ვიცით ყველამ, რომ ჩვენ გვყავს რადიკალების ჯგუფი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს თემას – შეუძლიათ ყველაფერი მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ. […] მთავარი არის ერთი რამ, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ამ მშობლებმა და მათმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის, რომ ის ზრუნვით იყოს განწყობილი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ის, რაც შესაძლებელი არის, რომ სახელმწიფომ გააკეთოს, ამის მაქსიმუმი ყოველთვის გააკეთოს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2-წლიანი მოლაპარაკებების, ნახევარ-წლიანი საპროტესტო აქციებისა და მთავრობის ადმინისტრაციასთან 45 ღამის გათენების შემდეგ, გუშინ, 4 ივნისს, გადაწყდა, რომ დიუშენის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების შესასყიდად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გადაწყვეტილება ორ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით დაახლოებით 2 თვეში იქნება მიღებული და ამაზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი მოახდენს, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შემოთავაზებული პირობები.

ამავე თემაზე:

„საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით 2 თვეში“ — ექნებათ წამალი დიუშენის პაციენტ ბავშვებს?

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა შესწორებები შედის საქართველოს შესახებ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში?

რა შესწორებები შედის საქართველოს შესახებ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში?

ნეტგაზეთი

„პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს

„პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

“აშშ-სა და დასავლეთს სომხეთის ნიადაგის იშვიათი რესურსები აინტერესებთ” – ზახაროვა

“აშშ-სა და დასავლეთს სომხეთის ნიადაგის იშვიათი რესურსები აინტერესებთ” – ზახაროვა

ნეტგაზეთი