მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მშობლებს, რომლებიც შვილებს მოწყალების თხოვნას და ვაჭრობას აიძულებდნენ, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - შსს - Netgazeti
მშობლებს, რომლებიც შვილებს მოწყალების თხოვნას და ვაჭრობას აიძულებდნენ, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - შსს - Netgazeti

მშობლებს, რომლებიც შვილებს მოწყალების თხოვნას და ვაჭრობას აიძულებდნენ, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - შსს - Netgazeti

ნეტგაზეთი1 ივლისი, 2026, 08:16|netgazeti.ge

არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა.

“გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ.

ასევე დგინდება, რომ შეგროვებულ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.

გამოძიების მსვლელობისას, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის განხორციელების ფაქტი”, – აცხადებენ შსს-ში.

პოლიციის ცნობით, არასრულწლოვნები გადაყვანილი არიან სახელმწიფო სერვისების ცენტრებში, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრებათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში ჩართვას ითხოვს

„საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი

ბაქო ისრაელს სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

ბაქო ისრაელს სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი