მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა - Netgazeti
გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა - Netgazeti

გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა - Netgazeti

ნეტგაზეთი8 ივლისი, 2026, 17:12|netgazeti.ge

შუქრუთელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება გუშინ, 7 ივლისს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

პროკურატურა მას მოსამართლე თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფის გამო სასამართლოს უპატივცემულობას ედავებოდა.

გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმეზე. ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ სხდომაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა არ გააკეთა სიტყვიერი განმარტება შეკრებითობასთან დაკავშირებით:

„არ გაუკეთებია მოსამართლეს არანაირი განმარტება შეკრებითობასთან დაკავშირებით, საერთოდ არაფერი არ უთქვამს. მხოლოდ ეგ გამოაცხადა, რომ წელიწად-ნახევარი მიესაჯა და ამით ამოწურა განაჩენის გამოცხადება. როგორც წესი, სასამართლო ყოველთვის აკეთებს ხოლმე განმარტებას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თუმცა სასამართლომ არ გააკეთა განმარტება და ჩემთვისაც გარკვეულწილად ბუნდოვანია“, -ამბობს ნინო ანდრიაშვილი „ნეტგაზეთთან“.

მისი თქმით, პირველი ინსტანციის განაჩენი მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმეზე სასამართლოსთვის ცნობილი იყო. ადვოკატი იმედოვნებს, რომ დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ ეს საკითხი გაირკვევა.

დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლომ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ნინო ანდრიაშვილის თქმით, არ დაკითხულა საქმის მთავარი პირი, რომლის მიმართაც, ბრალდების პოზიციით, სასამართლოს უპატივცემულობა განხორციელდა. ასევე, არ წარმოადგინეს სხდომის ჩანაწერი. ადვოკატი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ საქმის მიმდინარეობისას დაკითხულმა სასამართლოს თანამშრომელმა განმარტა, რომ სხდომის ჩანაწერი არსებობდა, გარდა ამისა, არ ყოფილა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აუდიოჩანაწერში ნამდვილად გიორგი ნეფარიძის ხმა ისმის, როცა პროცესზე 4 ბრალდებული იყო.

სისხლის სამართლის წესით დაკავებული 4 მაღაროელის სასამართლო პროცესები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავებოდა.

მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს კი — 4 წელი და 3 თვე.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა“ – სოხუმი გაეროს განცხადებას პასუხობს

“აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა“ – სოხუმი გაეროს განცხადებას პასუხობს

ნეტგაზეთი

კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინება

კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინება

ნეტგაზეთი

საქართველოში 27 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს — დმიტრო ბერეჟნი

საქართველოში 27 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს — დმიტრო ბერეჟნი

ნეტგაზეთი

ზახაროვა: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს

ზახაროვა: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს

ნეტგაზეთი