
კირიენკო: 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია - Netgazeti
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის აღიარების დღე აფხაზეთისა და რუსეთისთვის „დიდი და მნიშვნელოვანი“ თარიღია.
ამის შესახებ კირიენკომ სოხუმში 26 აგვისტოს გამართულ ფესტივალზე მაყურებლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ დღეს ორი ქვეყნის ხალხები განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებენ “აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას და აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის, ხსოვნას”.
„ამ ორმა დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ საკუთარი სიცოცხლე აფხაზეთის ხალხის კეთილდღეობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მიუძღვნა. მათ შეძლეს ენახათ, როგორ ახდა ის ოცნებები, რომელთა გამოც ცხოვრობდნენ. ეს დიდი ბედნიერებაა ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწისთვის. დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა კირიენკომ.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს “აფხაზეთმა დაადასტურა, რომ დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია”, ხოლო რუსეთმა მსოფლიოს განუცხადა, რომ “მზად იყო, ამ არჩევანის დასაცავად აფხაზეთის გვერდით დამდგარიყო”.
მისივე თქმით, აფხაზეთი ასევე მხარს უჭერს რუსეთის ხალხის არჩევანს, მათ შორის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში, სადაც აფხაზეთიდან მოხალისეები მონაწილეობენ.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge