მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უკრაინამ და ევროკავშირმა თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა გააფორმეს - Netgazeti
უკრაინამ და ევროკავშირმა თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა გააფორმეს - Netgazeti

უკრაინამ და ევროკავშირმა თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა გააფორმეს - Netgazeti

ნეტგაზეთი15 ივლისი, 2026, 16:24|netgazeti.ge

დღეს ევროკომისიამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ახალ თავდაცვის ინდუსტრიულ პარტნიორობას. ევროკომისიამ ასევე აამოქმედა ევროკავშირსა და უკრაინას შორის დრონების შესახებ გარიგება, რომელიც ითვალისწინებს დრონებისა და ანტიდრონული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

გარდა ამისა, 90 მილიარდი ევროს მოცულობის უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში, კომისიამ კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის დრონების შესაძლებლობების მხარდასაჭერად.

ევროკომისიის განცხადებით, ეს ინიციატივები საშუალებას მისცემს უკრაინულ და ევროკავშირის კომპანიებს, დააჩქარონ კრიტიკული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, გააძლიერონ ერთობლივი ინდუსტრიული წარმოება და ერთად იმუშაონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ თავდაცვის კვლევებსა და განვითარებაზე.

ევროკავშირი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის ბოლომდე ხელი შეუწყონ უკრაინასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დრონებისა და ანტიდრონული სისტემების ერთობლივ წარმოებას. შეთანხმება მიზნად ისახავს ბრძოლაში გამოცდილი შესაძლებლობების სწრაფ წარმოებასა და დანერგვას დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამავდროულად კი, უზრუნველყოფს გრძელვადიან პროგნოზირებადობას, რაც აუცილებელია ინვესტიციების გასაძლიერებლად და თავდაცვის ინდუსტრიული სიმძლავრეების გასაფართოებლად როგორც უკრაინაში, ისე ევროკავშირში.

2028 წლისთვის ევროკავშირი და უკრაინა გააფართოებენ თავდაცვის ინდუსტრიულ თანამშრომლობას ანტიბალისტიკური რაკეტების ერთობლივ წარმოებაზე.

„ახალი პარტნიორობა გააღრმავებს ევროპული და უკრაინული თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციას თანამშრომლობის ბარიერების მოხსნითა და სტანდარტების დაახლოების დაჩქარებით. მუშაობა წინ წავა ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა თავდაცვის შესყიდვები და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რაც ორივე მხარის კომპანიებს საშუალებას მისცემს, უფრო შეუფერხებლად ითანამშრომლონ და გააძლიერონ ევროპის საერთო უსაფრთხოება“, — აცხადებს ევროკომისია.

„დრონების გარიგება“ აერთიანებს ევროპის ინდუსტრიულ შესაძლებლობებსა და უკრაინის გამოცდილებას დრონების ინოვაციებში. ის დაფუძნებულია უკრაინულ და ევროპულ კომპანიებს შორის ერთობლივ საწარმოებზე.

ევროკომისია აცხადებს, რომ იმუშავებს უკრაინელ პარტნიორებთან და ევროპულ დრონების საზოგადოებასთან, 18 დამფუძნებელი წევრის პირველი შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც სექტემბერში ბრიუსელში იგეგმება.

რაც შეეხება 1 მილიარდ ევროს დრონებისთვის, ეს წარმოადგენს მეორე გადახდას 90-მილიარდიანი უკრაინის მხარდაჭერის სესხის პირველი 6-მილიარდიანი ტრანშიდან.

ეს გადარიცხვა მოჰყვება კომისიის მიერ 25 ივნისს განხორციელებულ პირველ 3,2-მილიარდიან შენატანს მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში და 30 ივნისს დრონებისთვის გადარიცხულ 3,9 მილიარდ ევროს.

კომისიამ ასევე დაამტკიცა 10 მილიარდი ევროს გადახდის გეგმა დამატებითი დრონების, რაკეტებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების დასაფინანსებლად.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიიარტომ დეპუტატობაზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიაში დასაქმდა

სიიარტომ დეპუტატობაზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიაში დასაქმდა

ნეტგაზეთი

ფაშისტურ-ნაცისტური მოტივის დანაშაულებში ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს, მათ შორის 5 არასრულწლოვანია

ფაშისტურ-ნაცისტური მოტივის დანაშაულებში ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს, მათ შორის 5 არასრულწლოვანია

ნეტგაზეთი

მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი