მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ფაშისტურ-ნაცისტური მოტივის დანაშაულებში ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს, მათ შორის 5 არასრულწლოვანია - Netgazeti
ფაშისტურ-ნაცისტური მოტივის დანაშაულებში ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს, მათ შორის 5 არასრულწლოვანია - Netgazeti

ფაშისტურ-ნაცისტური მოტივის დანაშაულებში ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს, მათ შორის 5 არასრულწლოვანია - Netgazeti

ნეტგაზეთი15 ივლისი, 2026, 17:03|netgazeti.ge

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის და ჯგუფური ძარცვის ფაქტებზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ უწევდნენ ორგანიზებას ძალადობას, რომელშიც თავადვე მონაწილეობდნენ. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს ასევე ართმევდნენ პირად ნივთებს“, — აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება, ორი ეპიზოდი), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამი ეპიზოდი) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

სასამართლომ ორ სრულწლოვან ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14-14 წლით პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო ერთს — 8 წლით. არასრულწლოვან ბრალდებულებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელები შეუმცირდათ და საბოლოოდ, ერთ არასრულწლოვანს — 10 წლითა და 6 თვით, ორ არასრულწლოვანს — 9 წლითა და 4 თვით, ერთ არასრულწლოვანს — 6 წლით, ერთ არასრულწლოვანს კი 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი

სიიარტომ დეპუტატობაზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიაში დასაქმდა

სიიარტომ დეპუტატობაზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიაში დასაქმდა

ნეტგაზეთი

მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ნეტგაზეთი

უკრაინამ და ევროკავშირმა თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა გააფორმეს

უკრაინამ და ევროკავშირმა თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა გააფორმეს

ნეტგაზეთი