მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სიიარტომ დეპუტატობაზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიაში დასაქმდა - Netgazeti
სიიარტომ დეპუტატობაზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიაში დასაქმდა - Netgazeti

სიიარტომ დეპუტატობაზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიაში დასაქმდა - Netgazeti

ნეტგაზეთი15 ივლისი, 2026, 21:54|netgazeti.ge

უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ში დასაქმდა.

„მივიღე უაღრესად პრესტიჟული შეთავაზება გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ კომპანიაში საერთაშორისო პოზიციის დასაკავებლად. BYD წარმოადგენს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს საავტომობილო წარმატების ისტორიას და მსოფლიოში ახალი ენერგომობილების წამყვანი მწარმოებელია. დღეიდან ვაგრძელებ მუშაობას ჯგუფის საგარეო ურთიერთობებისა და ახალი ბიზნესხაზების განვითარების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე“, – დაწერა სიიარტომ „ფეისბუქში“.

სიიარტო ვიქტორ ორბანის კაბინეტში თითქმის 12 წლის განმავლობაში იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის რანგში ცენტრალური როლი ითამაშა BYD-ის ქარხნის უნგრეთში გახსნის მოლაპარაკებებში.

„ევრონიუსის“ ცნობით, თანამდებობაზე ყოფნისას სიიარტომ და ორბანმა წინააღმდეგობა გაუწიეს ჩინურ პროდუქტებზე ევროკავშირის ტარიფებს და პეკინისგან მსხვილი ინვესტიციები მოიძიეს, რითაც ქვეყნის მასშტაბით გახსნეს ჩინური ელექტრომობილების ბატარეების წარმოების ქარხნების სერია.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კომპანია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • NVIDIA გეგმავს $13 მილიარდად AI-კომპანია შეიძინოსBM.GE
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთიმედი
  • "ყველა ის კომპანია, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცევა, თანამშრომლობს ბარბაროსულ რეჟიმთან, აუცილებლად აგებს პასუხს და გადაიხდის პოლიტიკურ ფასს" - ლაშა ფარულავარუსთავი 2
კომპანია →

მსგავსი სტატიები

კირიენკო: 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია

კირიენკო: 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია

ნეტგაზეთი

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი