მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. არასდროს მითქვამს, რომ არ ვფიქრობ ენმ-ის თავმჯდომარეობაზე - ნანუკა ჟორჟოლიანი - Netgazeti
არასდროს მითქვამს, რომ არ ვფიქრობ ენმ-ის თავმჯდომარეობაზე - ნანუკა ჟორჟოლიანი - Netgazeti

არასდროს მითქვამს, რომ არ ვფიქრობ ენმ-ის თავმჯდომარეობაზე - ნანუკა ჟორჟოლიანი - Netgazeti

ნეტგაზეთი31 ივლისი, 2026, 00:04|netgazeti.ge

„მე არასოდეს მითქვამს, რომ არ ვფიქრობ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე. მე ვთქვი, რომ ვფიქრობ პარტიის თავმჯდომარეობაზე, მაქვს ჩემი პირობები და მე ეს პირობები საჯაროდ განვაცხადე”, – ეს განცხადება ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა,

ჟორჟოლიანი ღიად საუბრობს პარტიის თავმჯდომარეობის ამბიციაზე და მიხეილ სააკაშვილისადმი წაყენებულ პირობებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა აირჩიოს საქართველო თავის მთავარ სამოქმედო პოლიტიკურ ველად და ღიად შემოვიდეს პოლიტიკაში, როგორც ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ა.შ.

ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტისგან უკვე მიიღო გარკვეული სიგნალი:

„მე უკვე მივიღე მიშასგან სიგნალი. მიშა რას მომწერს წერილში, ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ მეორეა, რას გააკეთებს საჯაროდ. შესაბამისად, მე უკვე მივიღე ცხადი სიგნალი მისგან, რომ ის ემზადება, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მისი პოლიტიკური განცხადებები იყო აბსოლუტურად სხვა შინაარსის და მაინც იყო გვერდით მყოფის, კეთილისმსურველისა და თანამებრძოლის პოზიციიდან. მაგრამ ეს ბოლო განცხადება ჩემთვის იყო ძალზე ცხადი სიგნალი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ყველა შემდეგი სვლა გაამყარებს ამ განცხადებას. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდა, რომ ასე იყოს, იმიტომ, რომ მგონია, ეს თამაშის წესებს ძალიან გაამარტივებს — მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი (ამ შემთხვევაში მის პოლიტიკურ ოპონენტებში ოპოზიციურ ფლანგს ვგულისხმობ და არავითარ შემთხვევაში ‘ქართულ ოცნებას’).“

კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს პროცესი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსის პერსპექტივაზე, ჟორჟოლიანი პასუხობს:

„მიშა თუ იტყვის, რომ ის პოლიტიკაში შემოდის, ძალიან მარტივია. ანუ, როდესაც ის ხდება ‘ნაციონალური მოძრაობის’ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და ამბობს, რომ არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მგონია, რომელიმე ალიანსის გადაწყვეტილებას მხოლოდ განცხადებებით იღებდნენ. ალიანსის შესაქმნელად შენ ველზე პოლიტიკურად ეფექტური მოთამაშე უნდა გახდე. ‘ნაციონალური მოძრაობა’ პოლიტიკურად ეფექტური გახდება ველზე იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და სიცხადეს შეიტანს პოლიტიკურ დღის წესრიგში. სიცხადე არის ის, რომ ამ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. სიცხადე არის, რომ არსებობს ეფექტურობაც, გამოცდილებაც და შესაძლებლობაც. აი, მოგონილი ლიდერები, რომლებთან დაკავშირებითაც საბოლოო კოჰაბიტაცია მაინც არ დგება, არ იყო ეფექტური დღის წესრიგის შემდგენი. ამიტომ მე მგონია, რომ ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ…“

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ შეუშლის ხელს სამომავლო კოალიციებს:

„მისი ფაქტორი ხელს არ შეუშლის. არც იმ პერიოდში და არც იმ დროის მონაკვეთში, როდესაც ის ამბობდა, რომ უკრაინის გულშემატკივარი უფრო იყო (რაზეც მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, არა პოზიტიური, სხვათა შორის, აქ უნდა განვაცხადო, ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მე მომწონს). მე მომწონს მიშას ის განცხადებები, როდესაც ის ამბობს, რომ არის ქართველი, იბრძვის მისი პარტიისთვის და იბრძვის ამ ქვეყანაში ამ რეალობის შეცვლისთვის. მე ასეთი მიშა მინდა ვნახო და მომწონს, როდესაც ამ ფორმაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებ. მაგრამ მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მიშასგან ბუას არ ქმნიდნენ? ამდენი ხნის განმავლობაში ყველას ‘ნაცს’ არ გეძახიან — თქვენც და ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ხმაც კი არ მიუციათ ამ პარტიისთვის? რა უშლის ხელს ‘ქართულ ოცნებას’, რომ ყველას ერთ ქვაბში მოხარშოს? ანუ, თუ მეუბნებით და გვთავაზობთ, რომ უნდა ვიყოთ ტყვეობაში — ‘რას იზამს, რას იტყვის ჩვენზე პროპაგანდა’, მე გეუბნებით, რომ პირიქით.“

ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, თუ რას გეგმავს:

ჩემი ოპტიმიზმი დაფუძნებულია ჩემს სურვილებზე — მე რა შემიძლია, რომ გავაკეთო და მე რა მინდა, რომ იყოს. მე ჯერ არც კვლევა ჩამიტარებია, იმიტომ, რომ მცოდნე ადამიანები და ექსპერტები მირჩევენ, კვლევას ახლა აზრი არ აქვს და მე მათ ვუჯერებ. მინდა, რომ ამ ბაბლურ განწყობებს გავცდე. მინდა, რომ შენგან კი არა, ჩემი სხვა მეგობრებისგან კი არ ვისმენდე მოსაზრებებს, იმიტომ, რომ ჩვენ მაინც ყველა ერთ თემაში ვიხარშებით, არა? მინდა, რომ გავიდე რეგიონში და ვესაუბრო ყველას.

ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც დროებით მმართველობით ორგანოს აირჩევენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ენმ-ის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს, 30 ივლისს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ყრილობაში 250-დან 300-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიუშენის მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა  – სარჯველაძე

დიუშენის მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა – სარჯველაძე

ნეტგაზეთი

ელისაშვილს ახალ ბრალს უყენებენ

ელისაშვილს ახალ ბრალს უყენებენ

ნეტგაზეთი

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ნეტგაზეთი

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი