მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2008 წლიდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი - ომბუდსმენი
2008 წლიდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი - ომბუდსმენი

2008 წლიდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი - ომბუდსმენი

BM.GE7 აგვისტო, 2026, 14:12|bm.ge

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 წელი გავიდა. ომის დასრულებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები ყოველდღიურად აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე. ამის შესახებ აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებაში წერია.

ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევასა და დაუსჯელობაზე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაც, რომლითაც რუსეთის ფედერაციას გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამებისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა.

"უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა.

ოფიციალური მონაცემებით 2008 წლიდან 2026 წლამდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი, მათგან 2 062 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 602 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობის საკითხს, 2026 წლის მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 6 მოქალაქე.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. ამასთანავე, კვლავ გრძელდება დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი მანდატის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 296 სტატია.

  • რუსეთმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტია - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრი და უნივერსიტეტიტვ პირველი
  • რუსეთში, დუმის არჩევნებზე მმართველი პარტია ლიდერობსიმედი
  • ზელენსკი: დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობინდუსტრიული ობიექტიფორმულა
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
რუსეთის →დაკავებული →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში ვიზიტისას კობახიძის შეხვედრა ტრამპთან დაგეგმილი არ არის | შალვა პაპუაშვილის განმარტება

აშშ-ში ვიზიტისას კობახიძის შეხვედრა ტრამპთან დაგეგმილი არ არის | შალვა პაპუაშვილის განმარტება

BM.GE

8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

BM.GE

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

BM.GE

აგვისტოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა | რამ იქონია გავლენა პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდაზე?

აგვისტოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა | რამ იქონია გავლენა პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდაზე?

BM.GE