მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე
კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

BM.GE11 აგვისტო, 2026, 19:36|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი სახელმწიფო და მხარე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, რუსეთის ფედერაციაა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ერთადერთი სახელმწიფო და ერთადერთი მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია, ეს არის ძალიან მშრალი ფაქტი. რაც შეეხება ოკუპაციას, აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი. ამაზე უამრავი განცხადება კეთდება და ამას ჩაკითხვა აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ცხადზე ცხადი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს იყო ოკუპაცია და შემდეგ იყო ე.წ აღიარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივასა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს გასაგები მიზეზების გამო.

„ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ვერ აღდგება. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

8 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალი დაბომბა, რის შემდეგაც კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, ხოლო 8 აგვისტოს საქართველოში რუსული ჯარი შემოვიდა. კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმიც გამოეხმაურა. მათ აღნიშნეს, რომ ომზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ „სააკაშვილის რეჟიმს“, არამედ მთლიანად საქართველოს უნდა დაეკისროს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხსიმედი
  • ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენტვ პირველი
  • ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატსფორმულა
კობახიძე →საგარეო →

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტები

4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტები

BM.GE

გელათის მონასტრის გარშემო ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა - დამუშავდება განაშენიანების გეგმა

გელათის მონასტრის გარშემო ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა - დამუშავდება განაშენიანების გეგმა

BM.GE

გზა გალიდან კოლორადომდე - გაიცანით ილია ჯახაია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

გზა გალიდან კოლორადომდე - გაიცანით ილია ჯახაია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

BM.GE