
ირაკლი კობახიძე - დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურმა გმირების ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი თავდადება მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა.
"პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, მათ ხსოვნას. მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული. ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდეს თაობები ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მათი გმირობა არის უკვდავი, მათი სულები არის უკვდავი. მე მინდა, მათ მშობლებს, მათ ოჯახის წევრებს გადავუხადო მადლობა, მათ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა ასეთი გმირები რომ აჩუქეს ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათი გმირობა არის სამაგალითო და იქნება სამაგალითო მრავალი თაობისთვის ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge