
ყაველაშვილმა საბა ჯიქია შეიწყალა - Netgazeti
მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა სინდისის პატიმარი საბა ჯიქია.
ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.
საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შარშან მიუსაჯეს.
„მეგობრებო, უღრმესი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმის შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ. ვხედავ, როგორ ცდილობენ იძალადონ და ჩაახშონ თავისუფალი აზრი. ვხედავ, როგორ იცავთ თავს, ერთმანეთს, თავისუფალ აზრს. შინაგანი შიში მაინც მაწუხებს. მეშინია დამარცხების, არ მინდა, რომ ჩემი თაობა და მომავალი თაობა დიქტატურაში გაიზარდოს. მიწევს 4-დან 7 წლამდე ციხეში წასვლა. ახალგაზრდობის წლების იქ გატარება. ახალი ოჯახიც შევიძინე, ახალი მეგობრები საკანში. შვილიშვილებისთვის მექნება ბევრი რამე მოსაყოლი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სიყვარულისთვის და აქ ყოფნისთვის მე მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ ცრემლს ვხედავ თქვენს თვალებზე. გაიღიმეთ ჩემთან ერთად“, – თქვა საბა ჯიქიამ დასკვნით სიტყვაში.
საბას 2024 წლის პირველ დეკემბერს, ნაშუაღამევს, დარბევების პერიოდში, აქციაზე გდდ-ს თანამშრომელ, სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებოდნენ. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში, როცა საბაც გაყვანილი ჰყავდათ, დედა მის ფოტოებს უყურებდა ტელეფონში. სხდომათა დარბაზში გატარებული დროის მანძილზე საბა დედას ანიშნებდა და სთხოვდა, რომ არ ეტირა. ბექა გოტიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის წაიქცა და წიხლი მიაყოლეს. თვითონვე ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.
საბა ჯიქიას 19-იც და 20 წელიც პატიმრობაში შეუსრულდა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge