მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ" - პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე - Netgazeti
"ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ" - პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე - Netgazeti

"ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ" - პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე - Netgazeti

ნეტგაზეთი31 აგვისტო, 2026, 12:35|netgazeti.ge

“მე ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ და არც შეიძლება ვიყო”, – ეს პასუხი შალვა პაპუაშვილმა გასცა ჟურნალისტის კითხვას, გაემიჯნება თუ არა ის ნანი ბრეგვაძე “ოცნების” მხარდამჭერის, გია გაჩეჩილაძის მიერ AI-ის გამოყენებით შექმნილ ვიდეოს.

“უცნობმა”, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი და პოლიტიკური აქტივისტია, გამოაქვეყნა AI-ის მიერ გენერირებული ვიდეო, სადაც ნანი ბრეგვაძის მსგავსი გამოსახულება ტალახიან Open Air-ზე იმ ადამიანებთან ერთად მღერის რუსულად, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე “ოცნებას” აკრიტიკებენ და პროპაგანდას პარტიის მოწინააღმდეგეებად ჰყავს მონიშნული.

“მე ზოგადად, და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ზოგადად ვისურვებდი, რა თქმა უნდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ხედავთ, რომ გარედან წაქეზებით არის მცდელობა საზოგადოებაში რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიყოთ იმის მხარდამჭერი, რაც ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას. დანარჩენი ახლა მე შეფასებებში ვერ შევალ”, – განაცხადა პაპუაშვილმა ამ საკითხის კომენტირებისას.

როგორც ცნობილია, ნანი ბრეგვაძე ერთადერთი ხელოვანი არ არის, რომელიც პროპაგანდამ ბოლო პერიოდში მიზანში ამოიღო, იგივე ამბავი გადახდენიათ სუხიშვილებს, ნიკოლოზ რაჭველს, გიორგი სუხიტაშვილს, მაია დარსმელიძეს, Youtube-ს სხვადასხვა კრეატორს და ა.შ.

ჟურნალისტის კონტრკითვას, რაში გამოიხატება “ყველაფრის გაკეთება” საზოგადოებაში კეთილგანწყობის წასახალისებლად, როდესაც იმასაც კი ვერ ამბობს, რომ ემიჯნება 90 წლის ლეგენდარულ მომღერალზე თავდასხმას, პაპუაშვილი პასუხობს.

“ადამიანებს, რომლებსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის მიმართ, რა თქმა უნდა, სათანადო დამოკიდებულება სჭირდებათ. წინა მოწვევის პარლამენტში ბატონი ბუბა კიკაბიძე გახლდათ დეპუტატი, სხვათა შორის, და პირველი ნომერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“. და რაც არ უნდა ჩვენთვის მიუღებელი ყოფილიყო მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პარტიის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი, რომელიც ჩვენ ბუბა კიკაბიძის მიმართ გვქონოდა ნათქვამი კრიტიკულად. ასე რომ, ჩვენი დამოკიდებულება… მე ვსაუბრობ „ქართული ოცნების“, ვსაუბრობ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით. და ჩვენი დამოკიდებულება არის ნათელი და ვთქვი კიდევაც, რომ ბუბა კიკაბიძის მაგალითზე ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. და თქვენ, აბა, ერთი წუთით დაფიქრდით და წარმოიდგინეთ პირიქით მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს ადგილას ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობა“ – რა დღეში ჩააგდებდნენ თუნდაც მაშინ ბუბა კიკაბიძეს…

…ამის საპირისპიროს ამტკიცებს „ქართული ოცნება“ მთელი მისი არსებობის პერიოდში… და გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, 2012 წელს წარმოთქმული მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში, რომ „ჩვენ მოგეპყრობით თქვენ არა ისე, როგორც იმსახურებთ, არამედ როგორც იმსახურებს ამას ქართველი ხალხი“. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ყველას მიმართ არის ის, რომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, პატივს ვცემთ ჩვენს საზოგადოებას და აქედან გამომდინარეობს ეს დამოკიდებულება. შესაბამისად, თუკი ვინმე თავს თვლის ჩვენს მხარდამჭერად – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამიტომ თუ ჩვენს მხარდამჭერად მიაჩნია ვინმეს თავი, ჩვენი დამოკიდებულებაც უნდა გაიაზროს ან ჩვენი დამოკიდებულების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

„ქართული ოცნების“ გზა და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება არის პატივისცემა საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა. პატივისცემა ადამიანების, რომლებსაც ამ საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურებები აქვთ. ამის საპირისპირონი არიან ისინი, ვინც დღეს თითქოს გამოვიდნენ ქალბატონი ნანის მხარდამჭერებად. მათ შორის მისი გარემოცვაც, რომელიც მას გამოექომაგა. ამ გამოქომაგებაშიც კი გააკეთეს ზუსტად ის, რაც უნდათ სინამდვილეში, რომ დაგმონ. გამოქომაგებაშიც კი გამოაჩინეს საკუთარი ზიზღი საზოგადოების მიმართ და იმათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • მინდა, მამუკა მდინარაძეს, წლების განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის, ბიუროს სახელითაც გადავუხადო მადლობა - მთავრობაშიც მნიშვნელოვანი იყო მისი წვლილი - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • "არასდროს არ იქნებოდა ადრე ან გვიან" - შალვა პაპუაშვილი მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზეBM.GE
  • პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე: ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარტვ პირველი
  • პაპუაშვილი: რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნებაფორმულა
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება

აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება

ნეტგაზეთი

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი