მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 60+ ასაკის ადამიანებისთვის „სარისკო ელექტრონული გადახდები“ რთულდება - Netgazeti
60+ ასაკის ადამიანებისთვის „სარისკო ელექტრონული გადახდები“ რთულდება - Netgazeti

60+ ასაკის ადამიანებისთვის „სარისკო ელექტრონული გადახდები“ რთულდება - Netgazeti

ნეტგაზეთი31 აგვისტო, 2026, 15:24|netgazeti.ge

ხვალიდან, 1-ლი სექტემბრიდან, ძალაში შედის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით გამკაცრებული მოთხოვნები 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.

შეზღუდვებს, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში მიიღო, ეროვნული ბანკი შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით ხსნის.

ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული „რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის“ შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები:

თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

„რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება, დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“, — აცხადებს ეროვნული ბანკი.

მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.

პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.

„მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით. ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას“, — აცხადებს ეროვნული ბანკი.

ცვლილებებს დისკრიმინაციულად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

„60 წელს გადაცილებულ ადამიანებს სპეციალური შესწავლის გარეშე ეკრძალებათ სარისკოდ მიჩნეული გადარიცხვის განხორციელება, თუ თანხა 500 ლარს აღემატება. ასეთ სარისკო ოპერაციებად ითვლება კრიპტოვალუტის ან სხვა ონლაინ აქტივების შეძენა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვა და სხვა მსგავსი ოპერაციები. რა გამოდი — ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სწრაფი გადახდის ოპერატორებმა და სხვა მსგავსმა დაწესებულებებმა 18 წლის ადამიანს შეიძლება ტრანზაქციის განხორციელების უფლება მისცენ ყოველგვარი სპეციალური შესწავლის გარეშე, ხოლო 60 წლის მშობელს — არა? ეს ხომ სრული აბსურდია“, — წერს გოცირიძე.

მისი თქმით, ადამიანის ასაკი ავტომატურად რატომ უნდა ნიშნავდეს, რომ მას საკუთარი ფულის განკარგვისას დამატებითი „სკრინინგი“ სჭირდება.

„თუ მიზანი თაღლითობისგან დაცვაა, რატომ არის ასაკი მთავარი კრიტერიუმი? და ბოლოს, ერთი პატარა კითხვა: ივანიშვილი რამდენი წლისაა“, — კითხულობს გოცირიძე.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ” – პაპუაშვილი “უცნობის” ვიდეოზე

“ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ” – პაპუაშვილი “უცნობის” ვიდეოზე

ნეტგაზეთი

აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება

აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება

ნეტგაზეთი

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი