მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. EU მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს საქართველოში - დ’ურსო - Netgazeti
EU მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს საქართველოში - დ’ურსო - Netgazeti

EU მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს საქართველოში - დ’ურსო - Netgazeti

ნეტგაზეთი8 სექტემბერი, 2026, 20:29|netgazeti.ge

ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს, რომლებიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ეს განცხადება ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ ჩერვონე დ’ურსომ გააკეთა.

სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ცალკე თემატური ბლოკი საქართველოსაც ეთმობა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს:

„ევროკავშირი საქართველოს შეახსენებს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას და მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ძირს უთხრის. ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენების გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, ასევე რეპრესიული ზომების მიღების გამო, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და დამოუკიდებელ მედიას მიმართება. ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის თანამშრომლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების დაპატიმრებას. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს, საკუთარი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად“.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდა

ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდა

ნეტგაზეთი

პესკოვმა ვერ გაიგო, რატომ არ ისაუბრა ფაშინიანმა შანხაის სამიტზე რუსულად

პესკოვმა ვერ გაიგო, რატომ არ ისაუბრა ფაშინიანმა შანხაის სამიტზე რუსულად

ნეტგაზეთი

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი