მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს - Netgazeti
„ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს - Netgazeti

„ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს - Netgazeti

ნეტგაზეთი17 სექტემბერი, 2026, 13:22|netgazeti.ge

სააგენტო, რომელიც თავის დროზე უცხოური დონორების საპირწონედ შექმნეს და რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა, ირაკლი კობახიძის თანახმად, „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურება.

სააგენტო 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ რუსული სტილის რეპრესიული კანონები მიიღო და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღება შეუზღუდა.

სააგენტოს შექმნის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებდნენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებოდნენ და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებოდნენ.

„NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. NGO, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის, პოლიტიკური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, – თქვა კობახიძემ.

გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა, რომელიც 2026 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი 11 600 ლარი იყო, ანუ წლიურად 139 200 ლარი.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ სტატია „ნეტგაზეთს“ არქივიდან:

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • "რუსულმა ემბარგომ მუტაცია განიცადა - შერჩევით აკრძალვებში "ოცნების" ინტერესებიც იკვეთება"|ვასილ მანაგაძეBM.GE
  • TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებასფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
ოცნების →